ოქროქარგული საქორწილო კაბა ქუთაისის ისტორიული მუზეუმიდან

საქორწილო კაბა ნაქარგობა ოქრომკედი კონსტრუქცია ნაკერების დამუშავება

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
June 5, 2024

ჩამოტვირთვები

სტატიაში განხილულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცული გამორჩეული ფორმის, ქსოვილისა და ფერის მქონე საქორწინო სამოსი, რომელიც სრულიად განსხვავდება სხვა სახის ანალოგიებისგან. კაბა მუზეუმში შემოტანილია 1970 წელს აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან. საქორწილო კაბა დამუშავებულია სარჩულით. ზედაპირის მასალისთვის გამოიყენება მუქი მეწამული აბრეშუმის ხავერდოვანი ქსოვილი, ხოლო სარჩულისათის – ბამბის ქსოვილი. კაბა ტრაპეციული სილუეტისაა, მისი კალთა და ზურგი მთლიანადაჭრილია, მხრის ნაკერის გარეშე. გვერდის ნაპირებში, გაფართოების მიზნით, სამკუთხა ფორმის დეტალებია შედგმული. კაბას აქვს ოვალური ყელის მრუდი და წელის ხაზამდე ჩახსნილი გულისპირი;  ორნაკერიანი სახელო, მაჯებთან შევიწროებული. კაბა მდიდრულადაა გაფორმებული ოქრომკედით ნაქარგი ყვავილოვანი ორნამენტით, რომელიც გულისპირზე, კისრისა და ყელის ნაპირებზე, კალთებზე, ქვედა ბოლოსა და სახელოს ბოლოზე შემოუყვება დახვეწილ მორთულობად.  ძალზე საინტერესოა, როგორც ნაქარგობის კომპოზიცია, ისე მისი შესრულების ტექნიკა. ორნამენტის გასაოცარი პლასტიკა ჰარმონიულობითა და ხელოვნების დონეზე აყვანილი უზადო შესრულებით გამოირჩევა.  კომპოზიცია წინდაწინ დატანილია მუყაოზე, ამოჭრილია და დამაგრებულია სანახევროდ შეკერილ კაბაზე (გაუკერავია მხოლოდ გვერდის ნაკერები). შემდეგ შესრულებულია რელიეფური ნაქარგობა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კაბის კონსტუქცია და ქსოვილზე დეტალების ჩახაზვის მეთოდი. ქსოვილი – განით 45სმ, დანაკარგის გარეშეა გამოჭრილი, რაც ადასტურებს საფუძვლიან ხალხურ გამოცდილებას მასალის ეკონომიურად ჭრის საქმეში. ინტერესს მოკლებული არაა კაბის ტექნოლოგიური დამუშავების თანმიმდევრობა. შესრულებული გვირისტებისა და ნაკერების საფუძვლიანი განხილვა თვალნათლივ მიუთითებს ტრადიციული წესების და ტექნიკური ხერხების ზედმიწევნით ცოდნას. აჭარელი ქალის საქორწილო კაბა უდავოდ იქცევს მნახველის ყურადღებას თავისი საზეიმო ელფერით, გაფორმების დახვეწილობით, გამოჭრის საინტერესო გადაწყვეტითა და დამუშავების ტექნიკის სრულყოფილებით, რაც ადასტურებს, რომ აჭარაში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, კერვა-ქარგვას საფუძვლიანად იყო დაუფლებული ადგილობრივი მოსახლეობა, რაც თავის მხრივ მეტყველებს საოჯახო ხელსაქმის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.