რიცხვითი ანალიზის მიხედვით დგუშის ეფექტის გამოვლინების ხასიათი მეტროს გვირაბებში

ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებით. გრანტის ნომერი 216968.

მიმწყდომი ნაკადი ცირკულაციური ნაკადი ღრეჩოში გადადინებული ნაკადი მატარებლის სიჩქარე

ავტორები

ტომ. 3 No. 1 (2021)
სამთო ინჟინერია
June 10, 2021

ჩამოტვირთვები

ნაშრომში რიცხვითი ანალიზით შეფასებულია მეტროს გვირაბებში დგუშის ეფექტით აღძრული ნაკადები მატარებლის სიჩქარის, გვირაბისა და მატარებლის გეომეტრიის, აღძრული ნაკადების სახეობებისა და სხვა ცვალებადი მახასიათებლების მიხედვით. ნაჩვენებია, რომ მეტროს გვირაბებში მატარებლების მოძრაობით განპირობებული დგუშის ეფექტისათვის დამახასიათებელია ორი ფაზის არსებობა. პირველ ფაზაში დგუშის ეფექტი ხასიათდება არასტაციონარულობით, ხოლო მეორე ფაზაში პროცესი სტაბილიზდება. ცირკულაციური ნაკადების სიჩქარეთა კორექტულად დადგენისათვის აუცილებელია აღნიშნული ფაზების გავლენის მხედველობაში მიღება. დგუშის ეფექტით აღძრული ცირკულაციური ნაკადის სიჩქარე, არსებით ცვალებადობას განიცდის პროცესის არასტაციონარულობის ხარისხის გათვალისწინებით მეტროს გვირაბების საშუალო სტატისტიკური სიგრძის (1200 მ) და მატარებლის ნომინალური სიჩქარის 30 -50 კმ/სთ შემთხვევაში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.