ნატურული აეროდინამიკური დაკვირვებების შედეგები ჩაქვი-მახინაჯაურის საავტომობილო გვირაბებში

ბეჭდური ვერსია გამოქვეყნებულია: სამთო ჟურნალი #1(36), გვ. 61-63-

ავტორები

ტომ. 3 No. 1 (2021)
სამთო ინჟინერია
June 10, 2021

ჩამოტვირთვები

ნაშრომში განხილულია ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში ნატურული ექსპერიმენტული დაკვირვებების შედეგები. გაზომილი, გაანალიზებული და გრაფიკების სახით მოცემულია სავენტილაციო ნაკადის ტემპერატურის, ფარდობითი ტენიანობისა და ჰაერის სიჩქარის ცვალებადობა დროსა და სივრცეში. გვირაბის მთელ სიგრძეზე განსაზღვრულია ნახშირბადის მონოოქსიდის კონცენტრაციის ცვალებადობა სავენტილაციო ჭავლში, რომელიც ასევე წარმოდგენილია გრაფიკების სახით. ამასთან ერთად ნაჩვენებია, რომ მოცემულ ადგილმდებარეობაზე, ქარის შემთხვევათა 8 %, მათი საერთო რაოდენობიდან, მიმართულია ჩაქვიდან მახინჯაურისაკენ, რაც მკვეთრად აუარესებს მაარცხენა გვირაბის ბუნებრივი ვენტილაციის პირობებს. შესაბამისად, როგორც ამ ნიშნის, ისე მოქმედი ნორმის – “სამშენებლო ნორმებისა და წესების” მოთხოვნათა მიხედვით დასაბუთებულია მარცხენა გვირაბში მექანიკური სავენტილაციო სისტემის დაპროექტების, მშენებლობისა და მარჯვენა გვირაბის არსებულ სავენტილაციო სისტემასთან მისი ექსპლუატაციის პირობების შეხამების საჭიროება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >>