დგუშის ეფექტით გამოწვეული ჰაერის ნაკადების შეფასებისათვის მეტროს გვირაბში

ავტორები

ტომ. 3 No. 1 (2021)
სამთო ინჟინერია
ივნისი 10, 2021

ჩამოტვირთვები

ნაშრომში განხილულია მეტროს გვირაბებში დგუშის ეფექტის რიცხვითი მოდელირების შედეგები თეორიული ანალიზის გათვალისწინებით, აგრეთვე მიღებული სიდიდეების ცვალებადობის მაჩვენებელი ცხრილები და გრაფიკები გვირაბის მატარებლით შევსების კოეფიციენტისა და მისი სიჩქარის მიხედვით. მიღებული შედეგები შედარებულია ლიტერატურული წყაროებიდან ცნობილ ანალოგიურ მაჩვენებლებთან. შედარების შედეგად დადგენილია წარმოდგენილი ძირითადი შედეგების კარგი თანხვედრა სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილ ზოგად კანონზომიერებებთან. მეტროს გვირაბებში მატარებლების მოძრაობის დგუშის ეფექტისათვის დამახასიათებელია ორი ფაზის არსებობა. პირველ ფაზაში დგუშის ეფექტი ხასიათდება არასტაციონარულობით, ხოლო მეორე ფაზაში პროცესი სტაბილიზდება. ცირკულაციური და გადადინებული ნაკადების სიჩქარეთა დადგენის დროს აუცილებელია აღნიშნული ფაზების მხედველობაში მიღება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >>