ანოტაცია
უსადენო კომუნიკაციის ქსელებში გადამტანების აგრეგაცია გვთავაზობს ერთზე მეტი სიხშირული გადამტანის გაერთიანებას და მის გამოყენებას ერთიან სიხშრულ არხად. ეს მიდგომა განაპირობებს რადიო ქსელის გამოყენებით შემოთავაზებული მომსახურებების მნიშნველოვან გაუმჯობესებას როგორც LTE, ისე 5G სისტემებში. კერძოდ, ფართოვდება ტევადობის დიაპაზონი, იზრდება მონაცემთა გადაცემის სიჩქარე და მნიშვნელოვნად უმჯობედება მომხმარებლის გამოცდილება. გარდა ამისა, სიხშირეთა აგრეგაციის გამოყენება განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახალი თაობების 4G, 5G ქსელებში, სადაც მნიშვნელოვანია მისი წვლილი სიხშირული სპექტრის გამოყენების ეფექტურობისა და ქსელის ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხაზით. მართალია ეს ტექნოლოგია ახალი არ არის, მაგრამ ერთიან ჭრილში სხვადასხვა თაობებთან მიმართბაში ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობების სრულფასოვანი ანალიზი არ ხორციელდებოდა. ეს ნაშრომი იკვლევს გადამტანების აგრეგაციის ძირითად პრინციპებს, კონცეფციას, მისი დანერგვის თავისებურებებს როგორც უკვე კარგად ცნობილ, ტრადიციულ 4G ქსელებში ასევე შემდეგი თაობის 5G ტექნოლოგიაში. ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მისი განვითარების სამომავლო მიმართულებებს.
წყაროები
3GPP. (2024). Retrieved April 04, https://www.3gpp.org/technologies/101-carrier-aggregation-explained
Nokia. (n.d). Retrieved April 01, https://www.nokia.com/about-us/newsroom/articles/5g-carrier-aggregation-explained/
Murjikneli G.G. Begiashvili K.D. (2018). INTERFERENCES IN CONTEMPORARY MOBILE COMMUNICATION SYSTEMS AND MITIGATION WAYES ANALYSIS, “Energy: Regional Problems and development opportunities”. 25.10.2018-26.10.2018
Givi Murjikneli, Kote Begiashvili. (2023) Evaluation of the quality indicators of mobile connection based on the use of artificial intelligence methods. MODERN CHALLENGES AND ACHIEVEMENTS IN INFORMATION AND COMMUNICATION TECHNOLOGIES. ISBN 978-9941-512-06-3. 85-91
Kote Begiashvili. (2024). Investigating global mobile network traffic dynamics and drivers. Georgian Scientists. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.02.26
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები