გადამტანების აგრეგაცია 4G LTE და 5G-NR ქსელებში

გადამტანების აგრეგაცია კომპონენტური დიაპაზონი ბიტი წამში რელიზი არხი კლასი

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
May 16, 2024

ჩამოტვირთვები

უსადენო კომუნიკაციის ქსელებში გადამტანების აგრეგაცია გვთავაზობს ერთზე მეტი სიხშირული გადამტანის გაერთიანებას და მის გამოყენებას  ერთიან სიხშრულ არხად. ეს მიდგომა განაპირობებს რადიო ქსელის გამოყენებით შემოთავაზებული მომსახურებების მნიშნველოვან გაუმჯობესებას როგორც LTE, ისე 5G სისტემებში. კერძოდ, ფართოვდება ტევადობის დიაპაზონი, იზრდება მონაცემთა გადაცემის სიჩქარე და მნიშვნელოვნად უმჯობედება მომხმარებლის გამოცდილება. გარდა ამისა, სიხშირეთა აგრეგაციის გამოყენება განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახალი თაობების  4G, 5G ქსელებში, სადაც მნიშვნელოვანია მისი წვლილი სიხშირული სპექტრის გამოყენების ეფექტურობისა და ქსელის ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხაზით. მართალია ეს ტექნოლოგია ახალი არ არის, მაგრამ ერთიან ჭრილში სხვადასხვა თაობებთან მიმართბაში ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობების სრულფასოვანი ანალიზი არ ხორციელდებოდა. ეს ნაშრომი იკვლევს გადამტანების აგრეგაციის ძირითად პრინციპებს, კონცეფციას, მისი დანერგვის თავისებურებებს როგორც უკვე კარგად ცნობილ, ტრადიციულ 4G ქსელებში ასევე შემდეგი თაობის 5G ტექნოლოგიაში. ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მისი განვითარების სამომავლო მიმართულებებს.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.