ახალგაზრდობის საკითხების გაშუქება ქართულ ლოკალურ მედიაში

მედია ლოკალური მედია რეგიონული მედია ახალგაზრდული მედია

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
May 13, 2024

ჩამოტვირთვები

მედია ადამიანთა ცნობიერებაზე, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და ტრანსფორმაციაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. სწორედ ამ შესაძლებლობების გამო მოიხსენიებენ მას „მეოთხე ხელისუფლებად“. საქართველოში მრავალფეროვანი მედიაგარემოა. ფუნქციონირებს როგორც სატელევიზიო არხები, ასევე საინფორმაციო სააგენტოები, ბეჭდური მედია, რადიო და ა.შ თუმცა, ქვეყანაში განსაკუთრებული პოპულარობითა და ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფით მაინც ცენტრალური (დედაქალაქის) მედიასაშუალებები სარგებლობენ.  განვითარებულ ქვეყნებში ლოკალური მედია კონკრეტული რეგიონის და, ზოგადად, მედიასივრცის ძლიერი რგოლია. საქართველოში რეგიონული პრესა და ტელევიზიები ბიუჯეტის სიმცირესა და კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან. მათი რეიტინგი დაბალია. რეგიონული მედიის ინერტულობის ფონზე იკლებს ახალგაზრდების ინტერესი მათ მიმართ. ამ ყველაფრის გამო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონულ მედიას არ ჰყავს მაყურებელი და მისი არსებობა ან არარსებობა არაფერს ცვლის. რეალურად კი ლოკალურ მედიას აქვს საკმარისი ინფორმაციული რესურსი იმისთვის, რომ კონკრეტული რეგიონისა თუ მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ველი შეითვისოს. ახალგაზრდების დაინტერესება ლოკალური მედიით კი, უპირველესად, მასობრივი კომუნიკაციის რეგიონული საშუალებების შენარჩუნებისა და განვითარების საწინდარია.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.