2.5 სოციალური მეცნიერებები

საერთაშორისო მედიაბრენდების კონცეპტუალური მოდელების ტრანსფორმირება გლობალიზაციის ეპოქაში სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე

საერთაშორისო მედიაბრენდები ტრანსნაციონალური კორპორაციები მედია და გლობალიზაცია

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
მაისი 7, 2024

ჩამოტვირთვები

       თანამედროვე მსოფლიოში მუდმივად ხდება მედიის ტრანსფორმირება. ტრანსნაციონალური კორპორაციები ცდილობენ აითვისონ რაც შეიძლება მეტი  ქვეყნის მედიასივრცე. ბუნებრივია, ამის მიზანია კონკურენტებთან მარათონის მოგება. გარდა ამისა, ციფრულმა ეპოქამ საჭიროება გააჩინა, რომ შეიქმნას მულტიმედია პლატფორმები, საინფორმაციო სააგენტოები, ბლოგები, ვლოგები, ვებ-გვერდები და სხვა მეინსტრიმული არხები. საკვლევი თემის აქტუალურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ დღეს, უკვე არის მრავალი პრეცენდენტი იმისა, თუ როგორ იხურება წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ბეჭდური გამოცემები და ხდება მათი ჩანაცვლება მულტიმედია პლატფორმებით. ბუნებრივია, ეს ყოველივე ნაწილობრივ განაპირობებს ხარჯების ოპტიმიზაციას. თუმცა, ამ პროცესს მრავალი კრიტიკოსიც ჰყავს. მედიამკვლევართა გარკვეული ნაწილი მასში ტრადიციული მედიის აღსასრულს ხედავს და შიშობს, რომ არცთუ ისე შორეულ მომავალში ბეჭდური გამოცემები შეიძლება საერთოდ გაქრეს. ამასთანავე, თემის აქტუალურობას ისიც განსაზღვრავს, რომ წარმატებული საერთაშორისო მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ მსოფლიოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოიცვან და დაარსონ საკუთარი ლოკალური რედაქციები. ბევრი მათგანი ამ ყოველივეს წარმატებით ახორციელებს, თუმცა, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ლოკალური რედაქციის მუშაობა წარუმატებელიც აღმოჩნდება. მიმოხილვითი სტატიის მიზანია, გაანალიზოს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინეტსა თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, კერძოდ თუ როგორ ხდება ტრადიციული საერთაშორისო მედიაბრენდების გადაქცევა მულტიმედია პლატფორმებად და მათი სურვილის განხორციელება, რომ იყვნენ წარმოდგენილნი რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს მედიაბაზარზე. კვლევაში წარმოდგენილი სამეცნიერო პუბლიკაციების კრიტიკული დისკურსის მეთოდით განხილვა საჭირო გახდა, რომ შესასწავლი საკითხი წარმოჩენილიყო შეძლებისდაგვარად მრავალფეროვნად და საინტერესოდ, რათა არა მხოლოდ სამეცნიერო საზოგადოებამ, არამედ, ზოგადად თემით დაინტერესებულმა ნებისმიერმა მკითხველმაც შეძლოს მისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.