პერიტონეული სიმსივნური იმპლანტების ფენოტიპური თავისებურებანი საკვერცხის ეპითელური სიმსივნეების დროს

პერიტონეუმი იმპლანტები მიკროგარემო პროგნოზული მარკერები საკვერცხის ეპითელური სიმსივნეები

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
April 22, 2024

ჩამოტვირთვები

საკვერცხის მოსაზღვრე ავთვისებიანობის მქონე სიმსივნეები გამოირჩევიან ჰეტეროგენულობით შემთხვევების 80-90%-ში და ხასიათდება კეთილსაიმედო პროგნოზით, მაშინ როცა შემთხვევების 10-20%-ში წარმოიქმნება პერიტონეული იმპლანტები და ვითარდება რეციდივი. პერიტონეული იმპლანტების არსებობას აქვს გაურკვეველი პრედიქტული ღირებულება. ზოგიერთი ავტორის თანახმად, ისინი განიცდიან რეგრესირებას და აღინიშნება გარკვეულ შემთხვევაში დისემინირებული იმპლანტების არსებობის მიუხედავად ხანგძლივი გადარჩენადობის პერიოდი. იმპლანტები  ასევე იყოფა ინვაზიურ და არაინვაზიურ ტიპებად. ამგვარ დაყოფას შესაძლოა ქონდეს პროგნოზული ღირებულება, რის გამოც ის აქტიური შესწავლის საგანია. მაკროფაგების მიერ სეკრეტირებული ციტოკინები იწვევს საკვერცხის სიმსივნის მიერ ანგიოგენეზსა და იმუნური ზედამხედველობისაგან გასხლტომას, ბოლო კვლევების თანახმად, მაკროფაგების განაწილების სიხშირე ბადექონში შესაძლოა მიუთითებდეს დაავადების გავრცელებაზე და ასოცირებული იყოს სიმსივნის უფრო ფართომაშტაბიან დისემინირებასთან. პერიტონეუმის როლი სიმსივნური პროცესების დისემინირებაში აქტიური შესწავლის საგანია. საკვერცხის ეპითელური  კარცინომის განვითარება და მეტასტაზირება ასოცირებულია ფიბროზთან, რომელიც ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის პროცესში. სწორედ ამიტომ, ეპითელურ-მეზენქიმური ტრანსფორმაციის  რეგულატორების გაშიფვრა, ეპითელური საკვერცის სიმსივნის დროს, საჭიროა ახალი თერაპიების შემუშავებისთვის მეტასტაზური გავრცელების აღმოსაფხვრელად და რა თქმა უნდა, პაციენტებში გადარჩენის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. ამრიგად, პერიტონეუმის იმპლანტების სწორი იდენტიფიკაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინვაზიური და არაინვაზიური იმპლანტების განმასხვავებელი ჰისტოლოგიური კრიტერიუმები, მათი დიფერენციაცია შეიძლება რთული აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ცოტა რამ არის ცნობილი იმპლანტების მოლეკულურ-გენეტიკური საფუძვლის შესახებ. აღნიშნული საკითხი მოითხოვს დამატებით კვლევებს დიაგნოზის, მკურნალობის მეთოდისა და პროგნოზის სწორად განსაზღვრისთვის.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.