3.3.1.კომპიუტერული მეცნიერება: კომპიუტერული ქსელები და კომუნიკაციები

ფრაქტალთა კვლევისადმი რაციონალური მიდგომა და სისტემური ანალიზის ეფექტიანობა ნაკადთა მართვის ფუნქციონირებისათვის

სიტუაცია სისტემური რეგულირება რაციონალური ფრაქტალი წერტილოვანი

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
April 17, 2024

ჩამოტვირთვები

ნაშრომში განხილულია ფრაქტალთა კვლევის საკითხები და პროცესები,   მისი შემდგომი  მართვის განვითარების ანალიზისათვის. მოცემულია რეკომენდაციები რაც ორიენტირებულია ფუნქციონირების ფრაქტალთა მოდელის ძირითად ასპექტებზე. შესწავლილია რაციონალური გადაწყვეტილების მიღების გზები სადაც ხაზგასმულია გარემო ფაქტორების გავლენა, მათი უარყოფითი (დარღვევის) და ხელშემწყობი ეფექტების განსაზღვრის არეალით. გაანალიზებულია ფრაქტალთა წერტილოვანი მახასიათებლები, იმის დასადგენად თუ როგორ შეძლებენ ისინი გაუმკლავდნენ გაუთვალისწინებელ  მოსალოდნელ „საფრთხეს“, ან რაციონალურად გამოიყენონ შესაძლო „სარგებელი“. ასეთი ანალიზის ჩასატარებლად ნაშრომში განხილულია გარემო ფაქტორების ფართო ჯგუფი, სადაც თითოეული მათგანი ცალ-ცალკე მოიცავს შესაბამის წერტილებს, რომლებიც განსხვავებულად მოქმედებენ ნებისმიერი ტიპის აქტივობაზე-ფრაქტალთა შრეები და შემადგენელი წერტილები წარმოადგენენ გადაცემის შიდა მახასიათებლებს.   ყურადღება  გამახვილებულია ფრაქტალთა მართვის სტრუქტურის გაუმჯობესების ერთ-ერთ მიმართულებაზე. კერძოდ, არსებული ხაზოვანი-ფუნქციური მართვის სტრუქტურის მიზნობრივი ჯგუფით შევსებაზე, საბოლოო დადებითი შედეგის მიღების თვალსაზრისით. მოცემულია ასეთი სტრუქტურული სქემის შესაბამისი ფუნქციონირების მექანიზმი და მათი მათემატიკური მოდელის ძირითადი ვერსია. განხილულია და მიღწეულია შედეგი, რომელიც ეხება პრობლემის თავიდან აცილების მიზნით სამიზნე ფრაქტალთა ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას და ასეთი სტრუქტურისა და მისი მოქმედების მექანიზმის მათემატიკურ მოდელს. აღნიშნულია, რომ კრიზისულ/გაუთვალისწინებელი მდგომარეობა არ არის ცალკე დამოუკიდებელი პრობლემა, ეს არის ფუნქციონირების ერთ-ერთი ოდნავ რთული მახასიათებელი. მისი დახვეწილობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება პრობლემის მიზეზის შიდა ან გარე ფაქტორების შესაძლო კომბინაციებში და ანალიზის სირთულეში. მეორეც, გვერდითი ეფექტებით შექმნილი პრობლემის აღმოფხვა არის ძირითადი მიზნის გარკვეული ქვემიზანი. მისი რეგულირება და გადაცემა მიზანმიმართულად უნდა განხორციელდეს: საშუალო დონის მართვის მიერ; მართვის მთელი პროცესი განხორციელდეს გადაცემის მიზნობრიობის ასოცირებული ძალების მიერ; შექმნილი პრობლემური სამიზნე ჯგუფის მიერ-რაც იქნება რაციონალური მიდგომა სიტუაციის სისტემური ანალიზისთვის. ამ მიდგომით გადაწყვეტილია ფრაქტალთა  წერტილოვანი გათვლის მიზნობრიობა.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.