ანოტაცია
საბაზრო ურთიერთობების პირობებში კომპანიის ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მენეჯმენტმა რეალურად უნდა შეაფასოს როგორც საკუთარი, ასევე პოტენციური კონკურენტების ეკონომიკური მდგომარეობა. როგორც წესი, კომპანიის მენეჯმენტის სურვილი მაქსიმალურად გაზარდოს მოგება, იწვევს ლიკვიდურობის დაკარგვის რისკს. კომპანიის გადახდისუნარიანობისა და მომგებიანობის ანალიზისას მთავარია მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია, მისი ეკონომიკური და ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციისათვის გამოყენების უნარი, რომელიც დაეხმარება კომპანიას წარმატებულად განახორციელოს თავისი საქმიანობა. კვლევის მიზანი ლიკვიდურობისა და მომგებიანობის მართვისას კომპანიების პრიორიტეტების განსაზღვრაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი საჭიროა ლიკვიდურობისა და მომგებიანობის თეორიული საფუძვლების გათვალისწინება, ლიკვიდურობისა და მომგებიანობის გაანალიზება, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ფინანსების მართვის პრიორიტეტული მიმართულებები. მომგებიანობის მაჩვენებლების პოზიტიური დინამიკა იწვევს ლიკვიდურობის დაბალ დონეს, რაც საჭიროებს ამ მაჩვენებლების დაბალანსებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
წყაროები
Bhunia, A. D. (2012). Affiliation between Working Capital Management and Profitability, . Interdisciplinary journal of contemporary research in business, 9(3) (2012) , 17–27.
Г.В., С. (2014). Анализ эффективности и рисков предприниматель-ской деятельности: методологические аспекты. .
С.Е., К. (2014). Финансовая устойчивость предприятия и ее оценка для предупреждения его банкротства . Экономический анализ: теория и практика. – 2014. – № 15., С. 52–59.
ა. ინგოროყვა, გ. ც. (2011). ფინანსური მენეჯმენტი. თეორია, მეთოდები და პრაქტიკა, თბილისი
Barbakadze, K., & Kakashvili, N. (2023). EFFECTIVENESS OF CORPORATE MANAGEMENT: CURRENT PROBLEMS AND PERSPECTIVES. Georgian Scientists, 5(2), 253-260.
ბარბაქაძე., ხ. (2012). ლიკვიდობისა და რენტაბელობის მაჩვენებლების დაბალანსების შესახებ“ . ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი” 2012. #2, გვ. 155-165;.
ბარბაქაძე., ხ. (2015). „კორპორატიული მართვისა და საკუთრების მაჩვენებლების შესახებ“ . ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, 2015, #1 იანვარი-მარტი. , გვ., 33-39.
ბარბაქაძე., ხ. (2021, 19 ნოემბერი). საბრუნავი კაპიტალის მართვის სრულყოფის საკითხის შესახებ. “ XV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება – 2021“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები