მულტიმედია განათლებაში: რას ფიქრობენ სტუდენტები?

მულტიმედია ტარადიციული სასწავლო მეთოდი ინტერაქტიული ინსტრუმენტები მულტიმედია-ეფექტური საშუალება პრაქტიკული სწავლისთვის

ავტორები

ტომ. 6 No. 2 (2024)
სტატიები
April 10, 2024

ჩამოტვირთვები

მულტიმედია განიხილება როგორც ეკონომიურად ეფექტური და პრაქტიკული სას­წავ­ლო საშუალება. ეს კვლევა მიზნად ისახავს სტუდენტების დამოკიდებულების შესწავლას სხვადასხვა მულ­ტიმედიური სასწავლო საშუალებების გამოყენების მიმართ.

მეთოდი: მონაცემთა შეგროვების მიზნით გამოყენებულ იქნა ონლაინ კითხვარი. სტუდენტები კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ  ელექტრონული ფოსტის საშუალებით და მონაცემები შეგროვდა ექვსი თვის განმავლობაში.

შედეგები: გამოკითხვას გამოეხმაურა სულ 263 სტუდენტი. მონაცემები აჩვენებს, რომ  მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორებიცაა სმარ­ტფონები (88,88%) და ლეპტოპები (89,19%), სტუდენტებს აქვთ სასწავლო პროცესში მონაწილეობის დადებითი გამოცდილება. სტუდენტები თავდაჯერებულად იყენებენ მულტიმედიურ რესურსებს (76.31%) და აქვთ მულტიმედიური ტექნოლოგიების , როგორც მათი სასწავლო გამოცდილების ნაწილის, გარკვეული ცოდნა. სტუდენტები უპირატესობას ანიჭებდნენ სწავლების ტრადიციულ მეთოდებს, ვიდრე მულტიმედიური ტექნოლოგიებით სწავლების მეთოდებს (58.59%), მაგრამ მულტიმედია განიხილება, როგორც ეფექტური საშუალება პრაქტიკული სწავლისთვის (73.02%). მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იყენებდნენ ელექტრონული სწავლების ხელსაწყოებს უფრო ხშირად 2D ანიმაციებს, ვიდრე სხვა მულტიმედიურ ინსტრუმენტებს და 3D ვებსაიტებს. ბოლოს, სტუდენტებმა გამოთქვეს ინტერესი 3D ანიმაციების განვითარების მიმართ (66.66%), აგრეთვე ინტერაქტიული 3D სწავლების ხელსაწყოების გამოყენების (65.45%,), ასევე სიმულატორების შე­მუშავებით (64.07%), რათა უკეთ განავითარონ   თავიანთი მომავალი კვლევები.

დასკვნა: კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მონაწილეებმა აღიარეს მულტიმედიის, როგორც პრაქტიკული სასწავლო ინსტრუმენტის  მნიშვნელოვანი როლი,  რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეავსოს და გააუმჯობესოს სწავლების ტრადიციული მეთოდები, თუმცა კვლევის შედეგების თანახმად, მულტიმედია ვერ შეცვლის მათ. სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოთქვეს ინტერაქტიული ინ­ს­ტრუ­მენტების შემუშავების მიმართ, მათ შორის სიმულატორის გამოყენებისთ სწავლის მიმართ, რათა შეავსონ თავიანთი ცოდნა და გააძლიერონ სასწავლო პროცესი.

 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.