1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

საქართველოს ფლორის ენდემური მაყვლის სახეობის - Rubus cyri Juz. მიწისზედა ვეგეტატიურ ორგანოთა მიკროსტრუქტურული თავისებურებანი

Rubus cyri Juz საქართველოს ენდემური მცენარე ვეგეტატიური ორგანოები ანატომია სადიაგნოსტიკო მახასიათებლები

ავტორები

ტომ. 6 No. 1 (2024)
სტატიები
მარტი 14, 2024

ჩამოტვირთვები

შესწავლილია საქართველოს ენდემური მცენარის Rubus cyri Juz.-ის მიწისზედა ვეგეტატიურ ორგანოთა ანატომიური აგებულება. მიკროტექნიკაში მიღებული კვლევის კამერალური მეთოდების საფუძველზე დადგენილია R. cyri-ის მიკროსტრუქტურის სადიაგნოსტიკო მახასიათებლები. ყლორტის მუხლთშორისის ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები მწყობრად დაგვირისტებულია, ეპიდერმისის უჯრედებს შორის დიფერენცირებულია ენციკლოციკლური (პოლისექტური) ტიპის ბაგის აპარატი. ფოთლის ადაქსიალული ეპიდერმისი მრუდხაზოვანი, აბაქსიალური - სწორხაზოვანი და ორივე ერთნაირად სუსტად მოხრილკედლიანი აღნაგობისაა. ფოთლის აბაქსიალურ ეპიდერმისში პარაციტული სახის ბაგეებია წარმოდგენილი.

  1. R. cyri-ის ღერძითი ორგანოების ტრანზიტორული სისტემა კონობრივია, განსხვავება ყლორტის მუხლთშორისის, ფოთლის ყუნწის და მთავარ ძარღვში გამტარ კონათა რაოდენობაში და ერთმანეთის მიმართ მჭიდრო ან ფაშარ განწყობაში გამოიხატება. ღერძით ორგანოებსა და ფოთოლშიც არსებული გამტარი კონა ჭურჭელ-ბოჭკოვანი კოლატერალური სტრუქტურისაა, იზოლირებული კამბიუმით წარმოდგენილი. გამტარ კონათა მერქანში აისახება ტრაქეიდების, გამტარი ჭურჭლებისა და ბოჭკოვანი უჯრედების არაერთგვაროვანი კალიბრის სანათურები; ტრაქეალურ ქსოვილთა შიდა გარსისის გასქელება მორიგეობით ფოროვანი და სპირალურია.
  2. R. cyri-ის ფოთლის ფირფიტა ბიფაციალური ფორმის, ჰიპოსტომატური, დორზოვენტრალური სტრუქტურისაა; R. cyri-ის ეკლის შინაგანი აღნაგობა თითქმის ერთფეროვანია, მის სიმტკიცეს მექანიკური ტიპის, კოლენქიმური უჯრედებისა და სქელგარსიანი პოლიგონალური უჯრედების თანაპოვნიერება განაპირობებს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.