კავკასიური შმაგას ალკალოიდების ციტოტოქსიკური აქტივობის შესწავლა

ალკალოიდი კავკასიური შმაგა ციტოტოქსიკური აქტივობა

ავტორები

  • ლალი კინწურაშვილი თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, Georgia
  • ჟან ლეგო კვებეკის უნივერსიტეტის ფუნდამენტურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი, შიკუტიმი, კანადა, Georgia
  • ვახტანგ მშვილდაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, Georgia
ტომ. 6 No. 1 (2024)
სტატიები
January 17, 2024

ჩამოტვირთვები

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოზარდი Atropa caucasica Kreyer. კავკასიური შმაგას (ოჯ. Solanaceae-ძაღლყურძენასებრნი) მიწისზედა (მ/ზ) და მიწისქვეშა (მ/ქ) ორგანოების შესწავლა ტროპანის ჯგუფის ალკალოიდებზე და მათი ბიოლოგიური აქტივობის დადგენა. კავკასიური შმაგას ჰაერმშრალი დაწვრილმანებული მ/ზ და მ/ქ ორგანოებიდან სითხე-სითხოვანი ექსტრაგირებით მიღებულია ალკალოიდშემცველი ჯამური სუბსტანციები. 12% NH4OH წინასწარი შეტუტიანებით და დაყოვნებით, ალკალოიდებს ვწვლილავდით ქლოროფორმით.  ფუძეების ჯამური სუბსტანციების გამოსავალი შეადგენდა: მიწისზედა ორგანოებიდან- 0,28%, მიწისქვეშა ორგანოებიდან- 0,54% მცენარის ჰაერმშრალ მასალაზე გადაანგარიშებით. ფიტოქიმიური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ კავკასიური შმაგადან მიღებულ გასუფთავებულ ალკალოიდების ჯამურ სუბსტანციებში დომინირებენ ტროპანის ჯგუფის ალკალოიდები: მიწისზედა ორგანოებში-ატროპინი, ჰიოსციამინი, მიწისქვეშა ორგანოებში: ატროპინი, ჰიოსციამინი და სკოპოლამინი. In vitro სპეციფიკური ბიოლოგიური ციტოტოქსიკური აქტივობების შეფასებისას Resazurine და Hoechst მეთოდების მიხედვით, Atropa caucasica Kreyer. მიწისზედა ორგანოებიდან მიღებულმა ალკალოიდების ჯამურმა სუბსტანციამ გამოავლინა სუსტი ციტოტოქსიკური აქტივობა ნაწლავის ადენოკარცინომისა (DLD-1) და ადამიანის კანის  ნორმალურ ფიბრობლასტების (WS-1) მიმართ, ხოლო მიწისქვეშა ორგანოებიდან მიღებულმა ალკალოიდების ჯამურმა სუბსტანციამ გამოამჟღავნა საშუალო შერჩევითი  ციტოტოქსიკურობა უჯრედული კულტურების: A-549 (ფილტვის კარცინომა), DLD-1 მიმართ. ადამიანის კანის ნორმალურ ფიბრობლასტებზე (WS-1) არ აღინიშნა  ტოქსიკური მოქმედება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.