წინასაარჩევნო კოალიციის ფორმირების, როგორც პოლიტიკური ქცევის, ფსიქოლოგიური ასპექტები

კოალიცია წინასაარჩევნო კოალიცია პოლიტიკური ქცევა მოტივაცია

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
December 29, 2023

ჩამოტვირთვები

„წინასაარჩევნო კოალიციის ფორმირების, როგორც პოლიტიკური ქცევის, ფსიქოლოგიური ასპექტების“ შესასწავლისას ვეყრდნობი პოლიტიკური ქცევის ფსიქოლოგიური ფაქტორების თეორიულ საფუძვლებს, თავად წინასაარჩევნო კოალიციებისა და კოალიციის ფუნდამენტური თავისებურებების სიღმისეულ მეცნიერულ ცოდნას. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისა და წარსულში არაერთხელ შექმნილი კოალიციების (ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად) გამო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნაშრომი მიზნად ისახავს იკვლიოს საქართველოს ამჟამინდელ რეალობაში არსებული პოლიტიკური პარტიების შესაძლო გაერთიანების შინაგანი და გარეგანი მოტივები, რა განაპირობებს პოლიტიკოსთა ქცევას საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში და რა საერთო ინტერესები არსებობს კოალიციის ფორმირებისას. კვლევისთვის გამოვიყენე სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდი,  სიღრმისეული ინტერვიუ ჩავატარა ექვსი პარტიის წარმომადგენელთან. რესპოდენტები შევარჩიე მიზნობრივი შერჩევის მეთოდით. პოლიტიკოსთა ინტერვიუების შინაარსობრივი ანალიზისას  გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო კოალიციის ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გარეგანი მოტივები. მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი ნაშრომი ღირებულია, როგორც თეორიული (პოლიტიკური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ამ მიმართულებით არ არსებობს ქართული კვლევა), ასევე  პრაქტიკული თვალსაზრისით, ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებში წარმატებით მონაწილეობისთვის პარტიათა უმრავლესობა კოალიციის ფორმირების საჭიროების წინაშე დგას.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.