მნემონური სტრატეგიის ეფექტური გავლენა ინგლისური ენის ლექსიკის შესწავლაზე (საქართველოს ერთ-ერთი პროფესიული კოლეჯის მაგალითზე)

მნემონიკა ინგლისური ენის სწავლა ინგლური ენის ლექსიკა ინგლისური ენის პროგრამის სტუდენტები მეხსიერება პროფესიული განათლება

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები

ჩამოტვირთვები

ინგლისური ენის სწავლის პროცესი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, რომელთაგან საუბარი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. რადგან საუბარი ვერბალურ და კომუნიკაციურ უნარებს აერთიანებს. სშირად ინგლისურ ენაზე მეტყველება სტუდენტებისთვის რთული გამოწვევაა, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ლექსიკა, რასაც თავის მხრივ უარყოფითი გავლენა აქვს მათ თავდაჯერებულობაზე, რომ ისაუბრონ ინგლისურ ენაზე. გარდა ამისა მათ ექმნებათ პრობლემები უცხო ენაზე ნასწავლი სიტყვების დამახსოვრების პროცესში, შედეგად, მათი სწავლის მოტივაცია იკლებს და საბოლოოდ სტუდენტები გამართულად ვერ საუბრობენ ინგლისურ ენაზე. აღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, კვლევა მიზნად ისახავს გაეცნოს ინგლისურ ენაზე საუბრისა და ახალი ლექსიკის შესწავლის დროს არსებულ სირთულეებს, აგრეთვე მნემონიკის მნიშვნელობას სასწავლო პროცესში სამეტყველო უნარების გაძლიერების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მნემონიკა  სტრატეგიაა, რომელიც  სტუდენტებს ინგლისური ლექსიკის შესწავლასა  და შინაარსის დამახსოვრებაში ეხმარება. კვლევის მიზანია გამოკვეთოს, თუ რა გავლენა აქვს მნემონიკის მეთოდს  ინგლისური ლექსიკის შესწავლასა და დამასხოვრებაში.  ხოლო, ლიტერატურულ მიმოხილვაში მკითხველი გაეცნობა ლექსიკის სწავლის სტრატეგიებსა (VLS) და ლოკის მეთოდს (The Method of Loci).  აგრეთვე, კვლევის შედეგებს, რომლებიც 30 სტუდენტს შორის ინტერვიუს საფუძველზე დადგინდა.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.