მხრის ართროპლასტიკა რევერსული ენდოპროთეზით, მხრის ძლის პროქსიმალური ბოლოს მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობების დროს: შემთხვევის აღწერა

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
December 15, 2023

ჩამოტვირთვები

მხრის ძვლის პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობა ერთ-ერთი ხშირად გავრცელებული მოტეხილობა და სიხშირის მიხედვით მესამე ადგილზეა (ბარძაყის და სხივ-მაჯის მოტეხილობის შემდეგ). ყოველწლიურად მსოფლიოში ტარდება 1 მილიონზე მეტი მსხვილი სახსრების ენდოპროთეზირება და ოპერაციების რაოდენობა მუდმივად მატულობს. მათ შორის მესამე ადგილზე დგას მხრის სახსრის ენდოპროთეზირება განპირობებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით. შემთხვევათა უმეტესობაში მხრის ძვლის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობის მკურნალობა ხდება კონსერვატიულად და მიიღწევა დამაკმაყოფილებელი ფუნქციონალური შედეგი. მკურნალობის კონკრეტული მეთოდის არჩევა ხშირად სუბიექტურ ფაქტორებზეა დამყარებული. ბოლო ათწლეულის მანძილზე იმპლანტანტების ახალი მოდელების სწრაფმა განვითარებამ და დანერგვამ კიდევ უფრო გაართულა ამა თუ იმ მკურნალობის მეთოდისთვის ჩვენებების განსაზღვრის ამოცანა. კერძოდ, მხრის ძვლის ბლოკირებადი ფირფიტებისა და სახსრის რევერსიული ენდოპროთეზების არსებობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ქირურგის შესაძლებლობები ამ დაზიანებების სამკურნალოდ.