ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის პრიორიტეტულად გასატარებელი ღონისძიების განსაზღვრა ურბანული მობილობის გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

ურბანული მობილობა
ტიპიური მაჩვენებელი
პრიორიტეტული ღონისძიება

როგორ უნდა ციტირება

ლომიძე ა. (2023). ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემის პრიორიტეტულად გასატარებელი ღონისძიების განსაზღვრა ურბანული მობილობის გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად. ქართველი მეცნიერები, 5(4), 253–260. https://doi.org/10.52340/gs.2023.05.04.22

ანოტაცია

ბოლო წლებში ინტელექტუალურმა სატრანსპორტო სისტემებმა (ისს) მსოფლიოს რიგ ქალაქებში შესაძლებელი გახადა ურბანულ მობილობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარება. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, შესაბამისი ღონისძიებების პირდაპირი გადმოტანა სხვა ქალაქებიდან მოცემულ ქალაქში ხშირად არ იძლევა სასურველ შედეგებს იქაური მოსახლეობისთვის. ასეთი საკითხის გადაჭრისათვის, როგორც ცნობილია, კონკრეტულ ქალაქში არსებული ურბანული მობილობის მთლიანი პრობლემა წარმოდგენილი უნდა იქნას ცალკეულ ტიპიური (სტანდარტული) პრობლემების ჯამის სახით. შემდეგ, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, მათგან უნდა შეირჩეს ერთი ან რამდენიმე სასწრაფოდ გადასაჭრელი ტიპიური პრობლემა (მაგალითად, ურბანული მობილობის სასწრაფოდ გასაუმჯობესებელი მაჩვენებელი) და განისაზღვროს ისს-ის ის პრიორიტეტული ტიპიური ღონისძიება, რომელიც საუკეთესოდ გადაჭრის ამ პრობლემას. აღნიშნული მიმართულებით არსებული კვლევების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს ისს-ის პრიორიტეტული ღონისძიების ცალსახად განსაზღვრის ჩამოყალიბებული მეთოდიკა ურბანული მობილობის მიზანმიმართულად გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად. ტიპური ღონისძიების პრიორიტეტულობის შეფასების მიზნით, ნაშრომში შემოტანილია პარამეტრი - ტიპური ღონისძიების რეალიზების შედეგად მოსალოდნელი ჯამური სტიმული მოსახლეობის მიერ არჩეული (სასურველი) მაჩვენებლების მიხედვით. შემუშავებულია მისი გამოსათვლელი ფორმულა. აღნიშნული პარამეტრის გამოთვლა ხდება თითოეული ტიპიური ღონისძიებისათვის. მათგან პრიორიტეტულად ითვლება ის ღონისძიება, რომლისთვისაც ეს პარამეტრი მიიღებს მაქსიმალურ მნიშვნელობას. ამგვარად, წარმოდგენილი მეთოდოლოგია იძლევა მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად ურბანული მობილობის გაუმჯობესების მიზნით ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების პრიორიტეტულად გასატარებელი ღონისძიების მარტივად და სწრაფად განსაზღვრის საშუალებას.

https://doi.org/10.52340/gs.2023.05.04.22
PDF (English)

წყაროები

ლომიძე ა. ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების პრიორიტეტულად გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრა ურბანული მობილობის კონკრეტული მაჩვენებლობის გაუმჯობესების მიზნით // პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი ”გონი”, №9. - ქუთაისი, 2023. - გვ. 36-46.

The role of Intelligent Transport Systems (ITS) in Sustainable Urban Mobility Planning: Make smarter integrated mobility plans and policies.

https://www.eltis.org/sites/default/files/the_role_of_intelligent_transport_systems_its_in_sumps.pdf (accessed 3/24/23)

Guidelines for Developing and Implementing a Sustainable Urban Mobility Plan (Second Edition) Final Draft for SUMP Conference, 12 June 2019. – 149 p.

https://www.eltis.org/sites/default/files/guidelines_for_developing_and_implementing_a_sustainable_urban_mobility_plan_2nd_edition.pdf (accessed 6/17/22)

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2023 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...