მანდარინის ანარჩენისგან მიღებული P-ვიტამინის პრეპარატის ხარისხობრივი შეფასება

სამუშაოები შესრულებულია ბსუ-ს მიზნობრივი გრანტის ფარგლებში

მანდარინის ანარჩენი P-ვიტამინური პრეპარატი ფლავანოიდები ჰესპერიდინი

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
December 4, 2023

ჩამოტვირთვები

ციტრუსების ნაყოფების წვენად და კონცენტრატად გადამუშავების დროს წარმოიქმნება დიდი რაოდენობის ნარჩენები, რაც გამოუყენებელი რჩება. ციტრუსის ნაყოფის კანი მდიდარია ფენოლური ნაერთებით, განსაკუთრებით ჰესპერიდინით. ის გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით, გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები. საქართველოში მიმდინარე პერიოდისათვის ნარჩენების გამოყენება არ ხდება, იყრება გარემოში, რითაც ზიანდება გარემო. ჩვენს მიერ გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები მანდარინის ნარჩენების გამოყენების თაობაზე. დამუშავდა P-ვიტამინის მიღების ახალი ტექნოლოგია. მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენდა   P-ვიტამინური სუბსტანციის ქიმიური გაწმენდის მეთოდის სრულყოფა, რომელიც მოდიფიცირებული იქნა ჩვენს მიერ. განისაზღვრა მანდარინის ნარჩენისგან მიღებული P-ვიტამინური პრეპარატის ხარისხობრივი მაჩვენებლები.  ქიმიური გაწმენდის ამ მეთოდის გამოყენებამ უზრუნველყო P-ვიტამინური პრეპარატის სისუფთავე, რაოდენობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა  4,50-4,80% (მშრალ მასაზე გადაანგარიშებით), მასში  ჰესპერედინის რაოდენობრივი შემცველობა კი  96%-ზე მეტია.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.