ბაზალურუჯრედოვანი კარცინომების სხვადასხვა ქვეტიპების პროლიფერაციული აქტივობის შეფასება AgNOR ტექნოლოგიით

ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა პროლიფერაცია AGNOR პროგნოზული მარკერები

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
December 4, 2023

ჩამოტვირთვები

კანის ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა წარმოადგენს კანის ეპითელური წარმოშობის პირველადი სიმსივნეების 75%-ს​ ახასიათებს ნელი ზრდა და იშვიათად იძლევა მეტასტაზებს დაბალი ანგიოგენური პოტენციალის გამო, თუმცა გააჩნია ლოკალური ინვაზიის, ქსოვილის დესტრუქციისა და რეციდივის განვითარების უნარი.​​ ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომის დამოუკიდებელი პროგნოზული ფაქტორებია სქესი, ასაკი, იმუნოსუპრესიის არსებობა, კანის ნათელი ფოტოტიპი, ჭორფლები, ბავშვობაში გადატანილი კანის დამწვრობა, კანისა და თმის ღია შეფერილობა. გარემოს რისკ-ფაქტორებიდან კარგად შესწავლილია კანზე მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება. ულტრაიისფერი B გამოსხივება (UBV) დნმ-ში წარმოქმნის მუტაგენურ ფოტო-პროდუქტს, როგორიცაა ციკლოპირიმიდინის დიმერი და იწვევს სიმსივნის სუპრესორი P53 გენის მუტაციას. ულტრაიისფერი A გამოსხივება (UAV) კი ახდენს არაპირდაპირ ზემოქმედებას ციტოტოქსიური და მუტაგენური თავისუფალი რადიკალების დაგროვებით.  ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომები ხშირად კლასიფიცირდება როგორც აგრესიული და არააგრესიული.​​ სიმსივნის აგრესიულობა გამოიხატება  ღრმა ქსოვილებში ინვაზიისა და შესაძლო მეტასტაზირების უნარით. მიკრონოდულური, ინფილტრაციული და სკლეროდერმიფორმული ჰისტოლოგიური ქვეტიპები ითვლება უფრო აგრესიულად, ზედაპირულ და ნოდულურ ქვეტიპებთან შედარებით. ​არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც პროლიფერაციული მარკერის Ki67-ის ექსპრესიის თავისებურებები ასოცირებულია ბაზალურუჯრედოვანი კარცინომების არააგრესიულ ქვეტიპებთან.​ კვლევის მიზანს შეადგენდა აგრესიული ქცევის დაბალი რისკის მქონე ბაზალურუჯრედოვანი კარცინომების (ნოდულური, ზედაპირული) და აგრესიული ქცევის მაღალი რისკის ბაზალურუჯრედოვანი კარცინომების (ინფილტრაციული, მიკრონოდულური) პროლფერაციული აქტივობის შეფასება სიმსივნის ეპიცენტრსა და პერიფერიაზე AgNOR ტექნოლოგიით.