საზღვაო ტერმინთა შემოკლებული ფორმები

შემოკლებული ფორმები აბრევიატურა აკრონიმი საზღვაო ტერმინები

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
ნოემბერი 27, 2023

ჩამოტვირთვები

დარგობრივ ტერმინოლოგიებში საინტერესოა ტერმინთა ლექსიკოგრაფიული საკითხები, კერძოდ,  ტერმინთა გაფორმების წესი. ამ მხრივ საზღვაო ტერმინოლოგიისთვის დამახასითებელია კონკრეტულ ტერმინთა სიმრავლე და მათი შემოკლებული ფორმები, ანუ  აბრევიატურა. ქართულ საზღვაო კოდექსის მუხლებში კონკრეტული ტერმინთა სიმრავლრე და მათი შემოკლებული ფორმები  განსაკუთრებით იჩენს თავს. ამ ლინგვისტური ფენომენის გავრცელებული ფორმებია: აბრევიატურები და  აკრონიმები.  აკრონიმი წარმოადგენს შემოკლებულ სიტყვათა ნაერთს, ინგლისურ სალიტერატურო ენაში არსებული სიტყვის მსგავსია და აქვს შესაბამისი მნიშვნელობა. აბრევიატურა გაგებულია, როგორც სიტყვების პირობითი შემოკლება.

ინგლისურ აბრევიატურებში გამოვლენილია ძალიან მრავალფეროვანი სიტყვათშემოკლებები, აქ შეიძლება რამდენიმე შემთხვევაზე ვილაპარაკოთ, მაგალითად:

1) ინგლისურ ენაში არსებობს საწყისი ასოებისგან შედგენილი სიტყვათშემოკლებები, რომელიც წარმოითქმება და იკითხება ინგლისური ენის ანბანური სახელების დასახელების მიხედვით. ინგლისურ ენაში აბრევიტურები ძირითადად დიდი ასოებით იწერება, მათთან აღარ იყენებენ სასვენ ნიშნებს, მაგალითად:

VDR –Voyage Date Recorder

TTS  –Traffic Separation System

CC  – Compass Course

LT – Local Time

ამ ტიპის შემოკლებანი როგორც უკვე აღვნიშნეთ გამოითქმის ცალცალკე ასოების წარმოთქმით. ჩვენ ხშირად გვიძნელდება  განსაკუტრებით ახალი ტერმინების ამოშიფვრა რადგან მათში მხოლოდ დასაწყისი სიტყვის ასოებია წარმოდგენილი.

2) ორი სიტყვის თავკიდური მარცვლების შეერთებით მიღებული ახალი შემოკლებული სიტყვა,მაგალითად:

Navicert – Navigation Cetificate

Marsec – Maritime security

3) შესამოკლებელი სიტყვიდან პირველი ფუძითაა წარმოდგენილი მეორე სიტყვის ბოლოკიდური მარცვლით, ანუ სუფიქსით ,მაგალითად:

Bulker – Bulk Carrier

4) ორ ან მეტ სიტყვიდან პირველი, ან პირველი ორი, სამი სიტყვის შემოკლება წარმოდგენილია მათი საწყისი ასოების შეერთებით, ბოლო სიტყვა კი სრული ფორმით, მაგალითად:

MCC room – motor control center room

NR ports – Northern range ports

5)  აბრევიატურებს ინგლისურ ენაში ახასიათებს  ომონიმების შემთხვევები, ისინი გვხდება საზღვაო სფეროშიც, მაგალითად:

1.LT – Low tension

   LT – Local Time

2.BC – Birth Certificate

   B.C. – Bulk Cargo

3.TA –Travel Agent

   TA – Travel Agency

   TA – Time of Arrival

   TA – Telegraphic Address

აქ  ორმაგი სირთულის წინაშე ვდგავართ. აბრევიატურებისთვის არა მარტო სწორი ეკვივალენტების შერჩევა გვევალება, არამედ მათი ზუსტი, სრული მნიშვნელიბის გარკვევა , რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი უზუსტობანი.

6) შესამოკლებელ სიტყვათა  პირველი ასოების შეერთება, რომელიც წარმოითქმება როგორც ერთი მთლიანი სიტყვა ანუ აკრონიმების ფორმით,მაგალითად:

1.LASH – Lighter Abroad Ship

2.OBO – Ore, Bulk, Oil ship

საზღვაო ტერმინოლოგიაში შემოკლების ფორმები განპირობებულია ადგილისა და დროის ეკონომიით, გრძელსიტყვაობის მოკლედ გადმოცემის პრაქტიკული საჭიროებით. ქართულ ზეპირ მეტყველებაში ინგლისური შემოკლებანი გადმოდის ტრანსლიტერაციისა და სესხების საშუალებით. საქართველოს საზღვაო კოდექსში მრავლადაა აბრევიატურის გამოყენების მაგალითი, რადგან მისი ქართული ექვივალენტი მრავალსიტყვიანია, ამიტომ გამოიყენება ერთი ინგლისური აბრევიატურა, როგორც დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეული. ტერმინოლოგიური მუშაობისადმი ინტერესი განსაკუთრებით იზრდება დღეს, რადგან ქართულ საზღვაო ტერმინოლოგია დღითიდღე  იზრდება ინგლისური ტერმინების შემოდინებით.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.