სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ ედგარ ალან პოს შემოქმედებაში

სამოთხე ჯოჯოხეთი რომანტიზმი გოთური ჟანრი რელიგია

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
სექტემბერი 23, 2023

ჩამოტვირთვები

წინამდებარე სტატია ეხება ცნობილი ამერიკელი მწერლისა და პოეტის, ედგარ პოს  დამოკიდებულებას სიკვდილთან, საიქიოსთან − სამოთხისა და ჯოჯოხეთის თემატიკას მის შემოქმედებაში.  წარმოჩენილია, თუ რა როლი ითამაშა პოს ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, მისმა პირადმა ტრაგედიებმა აღნიშნული ცნებების მისეული აღქმის ჩამოყალიბებაში; ცალკე ყურადღება ეთმობა რომანტიზმისა და გოთური ჟანრის, მეტადრე ორივე მათგანის თვისებების მატარებელი ე.წ. „ბნელი რომანტიზმის“ თავისებურებებს, როგორიცაა იდუმალი და შიშისმომგვრელი ატმოსფეროს შექმნა, სიკვდილისა და საიქიოს თემები, დაკარგულ სიყვარულზე გლოვა. სტატიაში წარმოდგენილია ედგარ პოს პიროვნება თავისი გენიალობითა და ტრაგიზმით, მოცემულია ბიოგრაფიული ცნობები, რაც მკითხველს წარმოდგენას უქმნის მის აღზრდასა და განათლებაზე, რელიგიასთან დამოკიდებულებასა და რწმენაზე. შესასწავლად არჩეული საკითხის  განხილვა ხდება პოს შემოქმედებაზე დაყრდნობით − სტატიაში გამოთქმული აზრების საილუსტრაციოდ მოყვანილია მაგალითები მისი ნაწარმოებებიდან. უმთავრესად ამ მაგალითების საფუძველზე გაკეთებულია დასკვნა, კერძოდ, განსაზღვრულია მთელი რიგი ფაქტორები − პირადი ტკივილი, აღზრდა, ბუნება, რომანტიკული და გოთური ლიტერატურული ჟანრების თავისებურებები, რელიგიური რწმენა − რაც ხელს უწყობს ხელოვნის რეალური სახის  წარმოჩენას.   

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.