ადამიანებში დასატინიბის და კვერცეტინის ჯვარედინი სენოლიტიკური ეფექტი

დასატინიბი ქვერცეტინი რეპლიკაციური დაბერება სენესცენცია სენოლიტიკი

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
მედიცინა
August 24, 2023

ჩამოტვირთვები

დამატებითი ფაილები

შესავალი: სენესცენტური უჯრედები ტოქსიკური უჯრედებია. მათი რაოდენობა ყოველდღე იზრდება და გარკვეული დროის შემდეგ მათი კრიტიკული რაოდენობის დაგროვება იწვევს დაბერების ნიშნების გამოვლინებას. შეიძლება ითქვას, რომ სენესცენტური უჯრედები იწვევენ ასაკთან დაკავშირებულ პათოლოგიებს.

მიზანი: დასატინიბის და კვერცეტინის ერთდროულმა მიღებამ Ercc1-/∆  თაგვებში გამოიწვია სენოლიტიკური უჯრედების ნაწილობრივი დახოცვა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ასაკთან დაკავშირებული სიმპტომები და პათოლოგიების გადავადება. აქ კი აღწერილია კვლევა, რომელშიც შემოწმდა დასატინიბისა და კვერცეტინის კომბინაციის სენოლიზური ეფექტი ადამიანებზე.

კვლევის დიზაინი: ჩატარდა კლინიკური კვლევა 36 - 64 წლის მამრობითი სქესის მოხალისეებში. მოხალისეები დაიყვნენ 4 ჯგუფად, თითოეულში 16 ადამიანი. D+Q ჯგუფში ღებულობდნენ 50 მგ დასატინიბს და 500 მგ კვერცეტინს ერთადროულად ერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში. დანარჩენი ჯგუფებში: D+P - დასატინიბი + პლაცებო ჯგუფი; Q+P – კვერცეტინი + პლაცებო ჯგუფი; P+P – პლაცებო(დასატინიბის) + პლაცებო(ქვერცეტინის) ჯგუფი.

მეთოდები: ცვლილებების რეგისტრაციისა და შესაფასებლად კვლევა დაკომპლექტდა სისხლის საერთო ანალიზის სკრინინგით და კიბეზე ასვლის ტესტით.

შედეგები: 50 მგ დასატინიბის 500 მგ კვერცეტინის ერთდროულმა მიღებამ აჩვენა აშკარა სენოლიტიკური ეფექტი. ეს დადასტურდა კიბეზე ასვლის ტესტის გაუმჯობესებული შედეგებით. სისხლის საერთო ანალიზმა კი აჩვენა, რომ ამ ორი პრეპარატის ასეთი დოზირების კომბინაცია დიდი ალბათობით უვნებელია.

დასკვნა: ეს შედეგები აჩვენებენ სენესცენტური უჯრედების შერჩევითი ელიმინაციის შესაძლებლობას ადამიანებში და სენოლიტიკური საშუალებების ეფექტურობას ჯანმრთელობისა და ფიზიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.