ანდროგენული რეცეპტორების ექსპრესიის პრობლემური საკითხები ძუძუსა და საკვერცხის ეპითელურ სიმსივნეებში

ანდროგენული რეცეპტორები ძუძუს კიბო საკვერცხის კიბო

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
August 4, 2023

ჩამოტვირთვები

ძუძუს კიბო ქალებში მსოფლიო მასშტაბით​ ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა ყოველწლიურად 2.2 მილიონზე მეტი ახალად დიაგნოსტირებული შემთხვევითა და 650’000-ზე მეტი ლეტალობით. სამმაგად-უარყოფითი ძუძუს კიბო წარმოადგენს ძუძუს კიბოს ყველა შემთხვევის 15-20%-ს და ხასიათდება აგრესიული ქცევით. ანდროგენული რეცეპტორი მიიჩნევა, როგორც შესაძლო ახალი ბიომარკერი და პოტენციური თერაპიული სამიზნე ძუძუს კიბოს მკურნალობაში. ანდროგენული რეცეპტორების ინჰიბიტორები შესაძლოა მივიჩნიოთ თერაპიულ საშუალებად ძუძუს კიბოს კონკრეტული ქვეტიპისათვის. ის განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს სამმაგად-უარყოფითი ძუძუს კიბოს კარცინოგენეზში. თუმცა, მისი მენეჯმენტში აქტიური დანერგვის საკითხი ჯერ კიდევ საკამათოა.  საკვერცხის კიბო ხშირ შემთხვევაში შორს წასულ სტადიაზე დიაგნოსტირებადი გინეკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეა და აქვს სხვადასხვა უჯრედული წარმოშობა, ჰისტოლოგიური მახასიათებლები და თერაპიული პასუხი. ეპიდემიოლოგიური და ექსპერიმენტული მტკიცებულებებით სავარაუდოა ანდროგენების მონაწილეობა საკვერცხის სიმსივნეების განვითარებაში. თუმცა, ანდროგენის რეცეპტორის გავლენა საკვერცხის ეპითელური სიმსივნეების მქონე პაციენტების ჯერ კიდევ აქტიური შესწავლის საგანია. გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანდროგენის რეცეპტორების ჭარბი ექსპრესია დაკავშირებულია გადარჩენის კარგ მაჩვენებელთან. ასევე არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც, რაიმე მნიშვნელოვანი კავშირი სტეროიდების რეცეპტორების ექსპრესიასა და საერთო გადარჩენის მაჩვენებელთან არ გამოვლენილა.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.