გვარი დიყის (Heracleum) სახეობების ქიმიური შემადგენლობა და ბიოლოგიური აქტივობა

დიყი ფუროკუმარინები ეთერზეთები ანთების საწინააღმდეგო ციტოტოქსიკური ფიტოდერმატიტი ანტიმიკრობული

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
June 20, 2023

ჩამოტვირთვები

Funding data

დიყი - Heracleum ქოლგოსანთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვარია. ამ გვარის 120-ზე მეტი სახეობიდან კავკასიაში გავრცელებულია 25, ხოლო საქართველოში - 23, მათ შორის 5 ენდემია [1]. ლიტერატურის თანახმად დიყის სახეობების მხოლოდ 1/6-ია შესწავლილი ფიტოქიმიურად. მისი სახეობები არომატული ნივთიერებების შემცველი მცენარეებია და განიხილება, როგორც ფუროკუმარინების და ეთერზეთების მნიშვნელოვანი წყარო [2]. აღნიშნული გვარის მცენარეები ოდითგანვე ცნობილია ტრადიციული მედიცინისთვის და გამოიყენება როგორც სამკურნალო, ისე საკვები დანიშნულებით (უმეტესად სანელებლების სახით) [3]. დიყის სახეობებს ახასიათებს ბიოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი, როგორიცაა ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული,  ანტიდიაბეტური, ანტისიმსივნური და სხვა.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.