შედუღებითი ნაკერის სიმტკიცის პარამეტრების კვლევა

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
June 20, 2023

ჩამოტვირთვები

რეზიუმე: სამეცნიერო ნაშრომში განხილულია  ულტრაბგერით შედუღებითი ნაკერის სიმტკიცის პარამეტრების  კვლევა ხელოვნური ბეწვის მაგალითზე. საფეიქრო ნედლეულის ბაზის ცვლილების დამახასიათებელ ტენდენციას , მსოფლიოს ყველა განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყანაში ,   წარმოადგენს  ქიმიური ბოჭკოების წარმოებისა და მოხმარების განუხრელი ზრდა, რასაც განაპირობებს ქიმიური ბოჭკოების მთელი რიგი უპირატესობები , კერძოდ , ქიმიური ბოჭკოების მნიშვნელოვანი თვისებები.  ნედლეულის ბაზის  სიიაფე და  ხელმისაწვდომობა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ახალი, ქიმიური ბოჭკოს შემცველი  საფეიქრო მასალების გამოყენებამ ტრადიციული ძაფის მეთოდით  ტანსაცმლის დამზადების დროს წარმოქმნა  მთელი რიგი პრობლემები, რომელთა აღმოსაფხვრელად მიზანშეწონილი გახდა ქიმიური ბოჭკოს შემცველი ქსოვილისაგან  სამკერვალო ნაწარმის დამზადება  შეერთების შედუღებითი მეთოდების გამოყენებით, რომელიც  ემყარება ამ მასალების თერმოპლასტიურობის თვისებას.  წინამდებარე სამეცნიერო სტატიაში  ხელოვნური ბეწვის ულტრაბგერითი შედუღებითი ნაკერის სიმტკიცის, ნაკერის მიმდებარე უბნის სტრუქტურის ცვლილებისა  და შედუღებითი ნაკერის სიმტკიცის შემცირების მიზეზების კვლევა განხორციელდა რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მეთოდის გამოყენებით. კვლევის შედეგებმა აჩვენეს,რომ ხელოვნური ბეწვის შედუღებითი ნაკერის  სიმტკიცის შემცირების მიზეზს წარმოადგენს ნაკერის მიმდებარე ზონის არათანაბარი სტრუქტურა , შედუღებითი ნაკერიდან ძირითად მასალაზე მკვეთრი გადასვლა. აღნიშნულის აღმოფხვრა შესაძლებელია  ულტრაბგერითი შედუღებისათვის გამოყენებული მოწყობილობების მუშა ინსტრუმენტების კონსტრუქციის სრულყოფით.