წრთობის გავლენა პოლიკრისტალური ვანადიუმის დინამიურ მექანიკურ თვისებებზე

ვანადიუმი ძვრის მოდული წრთობა დრეკადობის ზღვარი ამპლიტუდური დეფორმაცია

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
June 14, 2023

ჩამოტვირთვები

შესწავლილია მაღალ ტემპერატურებზე წრთობის გავლენა პოლიკრისტალური ვანადიუმის გრეხითი რხევების მილევის ლოგარითმული დეკრემენტის და ძვრის დინამიური მოდულის ცვლილებათა კანონზომიერებები ამპლიტუდური დეფორმაციის 10-5-10-3 ინტერვალში. განსაზღვრულია ამპლიტუდური დეფორმაციის კრიტიკული მნიშვნელობები, რომლებზედაც იწყება დისლოკაციების სეგმენტების მოწყვეტა დამაგრების სუსტი და ძლიერი ცენტრებიდან. ფიქსირებულ 700 და 9000C ტემპერატურებზე ხანმოკლე (20წთ) მოწვისა და შემდგომი წრთობით ოთახის ტემპერატურაზე მოსალოდნელია მინარევების კონცენტრაციის შემცირება დისლოკაციების გარემომცველ კოტრელის ატმოსფეროში. აღნიშნულ ცვლილებებს შეუძლიათ განაპირობონ დისლოკაციების ბლოკირების კრიტიკული ამპლიტუდური დეფორმაციისა და ძვრის დინამიური მოდულის შესამჩნევი შემცირება და რხევების ენერგიის შთანთქმის ინტენსივობის ძლიერი ზრდა რხევის ამპლიტუდების ფართო დიაპაზონში. ვანადიუმის სტრუქტურაში არსებული დისლოკაციების გარემომცველი კოტრელის ატმოსფეროს შედგენილობის კონცენტრაციულმა ცვლილებებმა განაპირობეს დრეკადობის ზღვრის სიმრავლეთა წარმოქმნა. მიღებული შედეგები ცხადყოფს მაღალი ტემპერატურებიდან წრთობით ვანადიუმის დისლოკაციური სტრუქტურის ძვრადობის ცვლილების შესაძლებლობებს, რაც წარმოადგენს მექანიკური თვისებების მართვის საფუძველს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.