საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის არსებული პრობლემები და განვითარების გზები
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

სახელმწიფო პროგრამა
ჯანდაცვა
სამედიცინო დაწესებულებები

როგორ უნდა ციტირება

ბიწაძე ჯ., ბენიძე ნ., & ჩაგანავა თ. (2023). საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის არსებული პრობლემები და განვითარების გზები. ქართველი მეცნიერები, 5(2), 288–295. https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.36

ანოტაცია

სტატიაში „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის არსებული პრობლემები და განვითარების გზები“ საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის როლზე, მნიშვნელობაზე და ამ პროგრამაში ჩართული მხარეების საქმიანობაზე. ჯანმრთელობის დაზღვევა ბუნებრივია მუდამ აქტუალური საკითხია. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს, ვინაიდან წელს მისი საიუბილეო მეათე წლისთავია, გადავწყვიტეთ, საკვლევად სწორედ ეს თემა შეგვერჩია. გარდა ამისა, თემის აქტუალობას განაპირობებს ისიც, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც განსაკუთრებული ბიზნეს საქმიანობა დაკავშირებული ადამიანთა ჯანმრთელობასთან, მუდმივად არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ 10 წლის განმავლობაში უამრავი რამ გააკეთა პროგრამის გაჯანსაღებისათვის, მაინც არსებობს პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის უკეთ განვითარებას ქვეყნის მასშტაბით:

  1. ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის პროგრამის საკანონმდებლო ბაზის დახვეწა.
  2. აფთიაქების მეტი ჩართულობა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება.
  3. მეტი კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებზე
  4. მაღალკვალიფიცირებული კადრების მომზადება.

     სტატიაში ასევე ნაჩვენებია კვლევის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები და შესაბამისი სტატისტიკა:

  1. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება
  2. ხელმისაწვდომი მედიკამენტები
  3. კონტროლის გამკაცრება სამედიცინო დაწესებულებებში
  4. საავადმყოფოში მომუშავე პერსონალის გადარჩევა/გადამზადება
  5. განსაკუთრებული შეთავაზებები საჭიროების მიხედვით

 ყოველივე ამის გათვალისწინება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის პროგრამაში არსებული პრობლემების გადაჭრას ქვეყნის მასშტაბით. სტატიაში მოცემულია ავტორთა მოსაზრებები და რჩევები, რომლებიც დანახულია მეცნიერთა თვალთახედვით და მათი პრაქტიკაში განხორციელება დაეხმარება დარგს საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში.

https://doi.org/10.52340/gs.2023.05.02.36
PDF (English)

წყაროები

https://nha.moh.gov.ge/ge/p/sayoveltaod

https://www.moh.gov.ge/ka/529

http://conferenceconomics.tsu.ge/?

http://conferenceconomics.tsu.ge/

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2023 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...