საქართველოში მოზარდი Cupressus sempervirens L. Verticalis შესწავლა ლიპიდების და ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველობაზე

lipid fatty acid phospholipid carotenoid

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
June 5, 2023

ჩამოტვირთვები

Cupressus sempervirens L. Verticalis გირჩებიდან  მიღებულია ნეიტრალური და პოლარული ლიპიდების ჯამები გამოსავლით 8% და 2,6%, დადგენილია მასში შემავალი ძირითადი ქიმიური კლასები: ნახშირწყალბადები, დიგლიცერიდები, ტრიგლიცერიდები,  ცხიმოვანი მჟავები, სტერინი. განსაზღვრულია ზოგიერთი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებელი: ხვედრითი წონა, გარდატეხის მაჩვენებელი, მჟავობის რიცხვი, იოდის რიცხვი, გასაპვნის რიცხვი.  გაზურ - ქრომატოგრაფიული მეთოდის  გამოყენებით კვიპაროსის გირჩის ზეთში თვისობრივად და რაოდენობრივად იდენტიფიცირებულია ნაჯერი, უჯერი და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ზოგიერთი მათგანის მაღალი პროცენტული შემცველობით. აღნიშნული მცენარის გირჩის ზეთში აღმოჩენილია   იშვიათი 5,11,14,17- ეიკოზატეტრაენის მჟავა. პოლარული ლიპიდების ჯამში თვისობრივად  დადგენილია და რაოდენობრივად სპექტროფოტომეტრული მეთოდით განსაზღვრულია ფოსფოლიპიდები საერთო შემცველობით 0,16%,  დადგენილია ზოგიერთი სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები: კაროტინოიდები, ამინომჟავები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით  გამოვლენილი  იქნება  საქართველოში  მოზარდი  ახალი  ლიპიდშემცველი  მცენარეული  რესურსი, რომელმაც შესაძლოა  პრაქტიკული გამოყენება ჰპოვოს    მედიცინაში და კოსმეტოლოგიაში.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.