ანოტაცია
კორპორატიული მართვა გულისხმობს სხვადასხვა დაინტერესებული პირების ინტერესების გაერთიანებას. ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში მთავარ მიზანს კერძო სექტორის ჩამოყალიბება და მეწარმეობის განვითარება წარმოადგენდა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი ადგილი პრივატიზაციას ეჭირა. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის შედეგია. პრივატიზაციის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას საკუთრების კორპორატიული სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პროცესის შედეგი გაუმჯობესებული და მაღალტექნოლოგიურად განვითარებული სერვისები, გაზრდილი წარმოება და ფინანსური ეფექტიანობა უნდა იყოს. შესაბამისად, საკუთრების გადანაწილების პროცესი იქნება კორპორატიული კონტროლის ნორმალური და ეფექტიანი მექანიზმი, როდესაც გაიზრდება კორპორაციების საქმიანობის ეფექტიანობა და შესაბამისად, ადგილი ექნება ეკონომიკურ ზრდას. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი პროცესები იყო უფრო გამონაკლისი, ვიდრე წესი. ამრიგად, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ავღნიშნოთ, რომ პრივატიზაციამ ვერ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა - ახლადშექმნილი სააქციო საზოგადოებების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება. მოსალოდნელი იყო, რომ გაჩნდებოდნენ უფრო ეფექტური მართვით დაინტერესებული მესაკუთრეები. მაგრამ ერთი მესაკუთრის - სახელმწიფოს ნაცვლად მრავალრიცხოვანი მესაკუთრებიის გაჩენა სუსტად აისახა მართვის შიდა მექანიზმების მოქმედების ეფექტურობის ზრდაზე და მის შედეგზე. ამავე დროს, არსებითად გართულდა საკუთრების განკარგვის და საერთო სტრატეგიული ხელმძღვანელობის საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობები. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მესაკუთრის გამსხვილების პარალელურად შეთავაზებული არ იყო კორპორატიული მართვის ქმედითი მექანიზმები.
წყაროები
Barbakadze, K. (2017). „Factors Influencing Corporate Governance“. International Academic Conference on Economics, Management and Marketing. Czech Technical University in Prague.
Barbakadze, K. (2017). „Improvement issues of corporate management of investment process“. 29-th International Academic Conference. Rome, Italy.
ბარბაქაძე ხ. მამალაძე ი. (2008) „კომპანიის ღირებულების მართვა და დაფინანსების სტრატეგია“ ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა” #6. გვ., 95-97
ბარბაქაძე ხ. (2010). კორპორატიული მართვის პრინციპები: ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფის საფუძველი. საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმი, ეკონომიკა და ბიზნესი“, (გვ., 351-358). ბათუმი–ტრაპიზონი.
ბარბაქაძე, ხ. (2015). „კორპორატიული მართვის მოდელების შესახებ“. თანამედროვე მენეჯმენტი: პრობლემები, ჰიპოთეზები, კვლევები, (გვ., 91-94). ბათუმი.
ბარბაქაძე, ხ. (2016). „კორპორატიული მართვისა და საკუთრების მაჩვენებლების შესახებ“. ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, #1, 33-39.
ბარბაქაძე, ხ. (2016). „როგორ მონაწილეობს უცხოელი ინვესტორი კომპანიის შექმნასა და საქმიანობაში“. ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, #4, გვ., 18-22.
ბარბაქაძე, ხ. (2017). „კომპანიის კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციის შესახებ“. ჟურნალი „ეკონომისტი“ #4, 77-83.
ბარბაქაძე, ხ., & კაკაშვილი, ნ. (2020). კომპანიების საქმიანობისა და საგადასახადო ოპტიმიზაციის პრინციპების შესახებ. თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემები, (გვ. 52-57). თბილისი.
გუჯაბიძე, ნ. (2014). პრივატიზაციის ფარული მხარეები. მწვანე ალტერნატივა.
მექვაბიშვილი, ე. (2019). ანაბრები, ბანკები და „კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება“ პოსტკომუნისტურ საქართველოში“. „ეკონომიკა და ბიზნესი“ N1, გვ. 16-35.
პაპავა, ვ. (2015). საქართველოს ეკონომიკა. რეფორმები და ფსევდორეფორმები. თბილისი: გამომცემლობა „ინტელექტი“.
სამადაშვილი, უ. (2019). მცირე და საშუალო ბიზნესის არსი და როლი თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში. „ეკონომიკა და ბიზნესი“, N4.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2023 ქართველი მეცნიერები