ბიოფლავონოიდ რობინინის ურთიერთქმედება მემბრანულ ტრანსპორტერებთან BCRP-სა და P-გლიკოპროტეინითან

Astragalus falcatus Lam რობინინი კემპფეროლი P-გლიკოპროტეინი MCF 7 უჯრედები

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
июня 2, 2023

ჩამოტვირთვები

შესწავლილია P-გლიკოპროტეინის (P-gp) შესაძლო როლი ორიგინალური პრეპარატის - ფლარონინის, აქტიური ნივთიერების (რობინინის) უჯრედში აბსორბციაზე და რობინინის გავლენა მიტოქსანტრონის კუმულაციაზე. რობინინი - კემპფეროლ-3-O-β-D-რობინოზიდი-7-O-α-L-რამნოპირანოზიდი, მიღებულია საქართველოში მოზარდი მცენარე Astragalus falcatus Lam. მიწისზედა ნაწილებიდან. პრეპარატი ავლენს ჰიპოაზოტემიურ და შარდმდენ მოქმედებას და რეკომენდებულია თირკმლების ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური თერაპიისთვის. კემპფეროლისა და რობინინის აბსორბცია შესწავლილ იქნა სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე (MCF7). ფლავონოიდების კონცენტრაცია განისაზღვრა LC/MS/MS-ით. რობინინის ტრანსპორტი დამოკიდებული აღმოჩნდა P-gp-ზე; ვერაპამილის თანაობისას საგრძნობლად გაიზარდა უჯრედებში რობინინის აბსორბციის ხარისხი. აგლიკონის და ფლავონოიდური გლიკოზიდის უჯრედში კუმულაციის შედარებისას, კემპფეროლის აბსორბცია ჭარბობდა, რობინინისას. მიტოქსანტრონის აკუმულაციაზე რობინინი (5 და 50 µM) გავლენას არ ახდენდა, ხოლო მისი  აგლიკონი -კემპფეროლი ზრდიდა მიტოქსანტრონის კონცენტრაციას უჯრედებში. მიღებული შედეგების მიხედვით, ფლარონინის აქტიური ნივთიერების - რობინინის ტრანსპორტირებაში ჩართულია P-gp, რაც განაპირობებს მის უჯრედშიდა კონცენტრაციის შემცირებას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.