საკვების წარმოების ნარჩენი პროდუქტების გამოყენების პოტენციური შესაძლებლობა სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქტების მისაღებად

სიმინდი ნარჩენები სიმინდის ულვაში ფარმაკოლოგია კოსმეტიკა

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
May 23, 2023

ჩამოტვირთვები

მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიის ერთ-ერთი პრობლემაა მათი ნარჩენების გამოყენება - კანი, თესლი, ნაჭუჭი, კოპტონი, ფოთლები, რომლებიც შეიცავს ბიოაქტიური ნაერთების მნიშვნელოვან რაოდენობას (ფენოლები, პეპტიდები, კაროტინოიდები, ანთოციანები, ცხიმოვანი მჟავები, ბოჭკოები და ფერმენტები), რომელთა უტილიზაცია უმეტეს შემთხვევაში არ ხდება, გადადის ნაგავსაყრელებზე, რაც აუარესებს გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას. მსგავსი პრობლემა საქართველოშიც დგას. დიდი რაოდენობით ნარჩენი პროდუქტი რჩება  სიმინდის მოსავლის გადამუშავების შედეგად (ღეროები, ფოთლები, სიმინდის ულვაში). როგორც  კოსმეტიკური, ისე   სამედიცინო ინდუსტრიისთვის, დიდ ინტერესს წარმოადგენს მათგან პოტენციური პრეპარატების წარმოება. წინამდებარე ნაშრომში, ძირითადად ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე,  განიხილება სიმინდის ულვაშის  გამოყენების შესაძლებლობა. ქიმიური შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, სიმინდის ულვაში შეიცავს რიგ ფენოლურ ნაერთს, პექტინს, გლუკანს, გლუკომანანს, ცელულოზას, ჰემიცელულოზას, ლიგნინს და სხვა. შეიცავს Na, Mg, K და Ca, სპილენძს, რკინას, მანგანუმს, თუთიას. ანტიოქსიდანტური, კიბოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, მწვავე და ქრონიკული მოქმედების მიმართულებით მრავალი მეცნიერის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და სხვა რიგმა ტესტმა აჩვენა სიმინდის ულვაშის ფხვნილის ექსტრაქტების ფარმაკოლოგიური აქტივობა და გარკვეული დოზებით გამოყენებისას, მათი უსაფრთხოება. არსებული მონაცემების მიხედვით, სიმინდის წარმოების ნარჩენებისგან მიღებულმა პროდუქტებმა ფართო გამოყენება ჰპოვა კოსმეტოლოგიაში. ისინი გამოიყენება როგორც აბრაზივები, შთანმთქმელები, შემავსებლები, ემულგატორები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს სიმინდის მარცვლის წარმოებიდან ნარჩენი პროდუქტის - სიმინდის ულვაშის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.