საქართველოში კულტივირებული Mahonia bealei (Fort.) Carr. ალკალოიდების შესწავლა

ალკალოიდები ბერბერინი სითხე-სითხე ექსტრაქცია Mahonia ანთების საწინააღმდეგო

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
მაისი 11, 2023

ჩამოტვირთვები

კვლევის მიზანს წარმოადგენდა აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ინტროდუცირებული მცენარის Mahonia bealei (Fort.) Carr. მიწისზედა ნაწილებში (ფოთლები, ყლორტები, ყვავილები) ალკალოიდების შემცველობის დადგენა. შედარებითი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ M. bealei-ის მიწისზედა ორგანოებში ალკალოიდების მაქსიმალური შემცველობა აღინიშნება მცენარის აქტიური ყვავილობის ფაზაში - 2,48%. მაღალეფეტური სითხურ ქრომატოგრაფიული ანალიზით დადგინილია აპორფინის და პროტობერბერინის ჯგუფის ალკალოიდების შემცველობა. ფოთლებში: ბერბერინი (27%). იატრორიცინი (23%), მაგნოფლორინი (18%). ყლორტებსა და ყვავილებში: ბერბერინი (50%) და პალმატინი (57%). სხვა ალკალოიდები წარმოდგენილია კვალის სახით. წინასწარი ექსპერიმენტული კვლევების შედეგად დადგენილია, რომ მცენარის მიწისზედა ვეგეტატიური ორგანოებიდან მიღებული ალკალოიდებით მდიდარ ექსტრაქტებს გააჩნიათ ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.