ბარეტის საყლაპავის სიმსივნისწინარე და სიმსივნური პროცესების პროლიფერაციული აქტივობის შეფასება AGNOR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით

ბარეტის საყლაპავი AgNOR დისპლაზია მეტაპლაზია;

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
April 23, 2023

ჩამოტვირთვები

საყლაპავის კარცინომა წარმოადგენს სიხშირით მერვე ავთვისებიან დაავადებას და სიმსივნესთან ასოცირებული სიკვდილიანობის მეექვსე მიზეზს მსოფლიო მასშტაბით. აშშ-ს მონაცემებით საყლაპავის კარცინომების უმეტესობას შეადგენს ადენოკარცინომები. საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომების ინციდენტობა ყოველწლიურად მცირდება, ხოლო ადენოკარცინომების რაოდენობა კი ბოლო სამი-ოთხი დეკადის განმავლობაში არ შეცვლილა. დადგენილია, რომ არსებობს ძლიერი კორელაცია პროლიფერაციულ აქტივობასა და სიმსივნის ცუდ პროგნოზს შორის, ამიტომ კლინიკური კვლევებით ინტერესი  პროლიფერაციული პოტენციალი სსხვადასხვა მარკერებზე ჯერ კიდევ აქტუალურია და ყოველწიურად იზრდება. ჩვენი კვლევის ფარგლებში განხორციელებულ იქნა კოჰორტული რეტროგრადული კვლევა, რისთვისაც გამოყენებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორიის 2019-2022 წლების საარქივო მასალა. განისაზღვრა პროლიფერაციული აქტივობა AgNOR-ის ტექნოლოგიით არსებულ 35 შეთხვევაში შეფასდა შემდეგ ჰისტოლოგიურ ერთეულში: ბარეტის საყლაპავი ენტერული მეტაპლაზიით; ბარეტის საყლაპავი ფოვეოლური მეტაპლაზიით; ბარეტის საყლაპავი ეპითელიუმის დაბალი ხარისხის დისპლაზიით; ბარეტის საყლაპავი ეპითელიუმის მაღალი ხარისხის დისპლაზიით; ჩვენი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით AgNOR-ის ტექნოლოგია შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბარეტის საყლაპავის დროს პროლიფერაციული აქტივობის შესაფასებლად.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.