ანოტაცია
შესწავლილია საქართველოს ფლორის, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მდიდარი წყაროს Solanum nigrum L.-ის, ძაღლყურძენას მიწისზედა ვეგეტატიური ორგანოების შინაგანი აგებულების თავისებურებანი. მიკროტექნიკაში მიღებული კამერალური მეთოდებით კვლევის შედეგად გამოვლენილია პერსპექტიული მცენარის ანატომიური აგებულების სადიაგნოსტიკო მახასიათებლები. S. nigrum-ის მიწისზედა ვეგეტატიური ორგანოები შებუსულია კონუსური, მრავალუჯრედიანი, მოკაუჭებული ბუსუსებითა და სფეროსებრთავიანი ჯირკვლოვანი ტრიქომებით. ვეგეტატიურ ორგანოთა მფარავ ქსოვილში დიფერენცირებულია უპირატესად ანისოციტური ბაგის აპარატი, ამასთანავე ფიქსირდება ანომოციტური ბაგეების არსებობაც. S. nigrum-ის ყლორტის ტრანზიტორული სისტემა მონოციკლურია, მერქანში წარმოდგენილია მერქნის ტრაქეიდულ, მცირედკალიბრიან სანათურთა ბადისებრი ქსოვილი და გამტარ ჭურჭელთა სპირალურად გარსგასქელებული დიდკალიბრიანი სანათურები. S. nigrum-ის ფოთოლი ბიფაციალურია, მეზოფილი დორზოვენტრალური, ამფისტომატური სტრუქტურის, გამტარი კონა უკუ-კოლატერალური ტიპის. ფოთლის ზედა და ქვედა ეპიდერმისის ფუძემდებარე უჯრედები არადაგვირისტებული მრუდხაზოვანი და მრუდკედლიანი აღნაგობისაა. ფოთლის ყუნწში აისახება შერეული ტიპის კოლენქიმა; ყუნწში ასახული ტრანზიტორული ქსოვილის მოხაზულობა რკალისებრია; გამტარი ქსოვილი კოლატერალური აღნაგობის.
წყაროები
დავით ბაგრატიონი. იადიგარ დაუდი. „ საბჭოთა საქართველო“ 1985, 741გვ.;
ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი. სამკურნალო წიგნი - კარაბადინი. თბილისი, „მეცნიერება“,1986წ.,ტ.1,259გვ.;ტ. 2, 1006 გვ.;
ნ. წუწუნავა. საქართველოს სამკურნალო მცენარეები. „ საბჭოთა საქართველო“, 1960, 260გვ.;
საქართველოს ფლორა ტ.XII, გამომცემლობა „ მეცნიერება“, თბილისი 1999; გვ.35-38;
М.М. Бенидзе. Стероидные гликозиды Solanum nigrum. Xuмия природных соединений, 1994, 5, с.683-684;
Demisse Dakone, Awoke Guide. A review on ethnomedicinal use, nutritional value, phytochemistry and pharmacological characteristics of Solanum incanum L. – an important medicinal plant. Jnternational Journal of Scientific Technology Research. 2016, vol.5, issue 06, p.350-354;
http://theplantlist.org/tpl1.1/search?q=Solanum ;
Ikeda Ts., Tsumagari H., Honku T., Nohara T.Cytotoxic activity of steroidal glycosides from Solanum plants. Biological Pharmaceutical Bulletin. 2003, 26, 8, p. 1198 – 1201;
Joseph Sakah Kaunda, Ying – Jun Zhang. The genus Solanum: an ethnopharmacological, phytochemical and biological properties. Review. Natural Products and Bioprospecting. 2019, 9, p.77-137;
Limin Xiang, Yihai Wang, Xiaomin Yi, Xiangjiu He. Anti-inflammatory steroidal glycosides from the berries of Solanum nigrum L. Phytochemistry, 2018, 148, Apr. p.87-96;
R. Gagnidze- Vascular plants of Georgia a nomenclatural checklist; Tbilisi 2005, p. 141
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .