ოცი ცილოვანი ამინომჟავის წარმოშობის შესახებ

ამინომჟავები ცილოვანი ამინომჟავები ბუნებრივი მასალები

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
марта 6, 2023

ჩამოტვირთვები

„ცილის სტრუქტურის ანბანი“  -  ასე უწოდებენ იმL  კონფიგურაციის ამონომჟავებს, რომლებიც ყოველთვის ან ხშირად გვხვდება ცილის ჰიდროლიზატებში.  ცილოვანი ამინომჟავების აღმოჩენა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, მოიცავს 1806-1935წწ. ვიკერისა და შმიდტის მიხედვით ამინომჟავას არსებობა ცილის ჰიდროლიზატში დადგენილად ჩაითვლება, თუ ის ორმა მკვლევარმა მაინც გამოყო ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და მისი აღნაგობა სინთეზურადაც დადასტურდა [1].  ეს მოთხოვნები ამჟამადაც ძალაშია ახლად აღმოჩენილი ამინომჟავის მიმართ. თითოეულ ამინომჟავას საერთაშორისო ნომენკლატურით გათვალისწინებული სახელის გარდა აქვს ტრივიალური (ტრადიციული) სახელწოდება, რომელიც მიუთითებს ან წყაროს, რომლისგანაც  ეს ამინომჟავა პირველად გამოჰყვეს, ან აღნიშნავს  მის რომელიმე განსაკუთრებულ თვისებას. წარმოდგენილ ნაშრომში ქრონოლოგიურად არის განხილული ოცი ცილოვანი ამინომჟავის აღმოჩენის ისტორია.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.