Arduino UNO -ს ინტერფეისზე დაფუძნებული სამეთვალყურეო და უსაფრთხოების მოდელები

Arduino UNO Arduino IDE tinkercad.com Quality Sensor- MQ135 PIR Motion Sensor

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
February 19, 2023

ჩამოტვირთვები

ჩვენ ვცხოვრობთ  „ციფრულ საუკუნეში“, რომელშიც  ყველაფერზე და ყველაზე სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები. მათ შორის ის სფერო, რაც დაკავშირებულია სამეთვალყურეო და უსაფრთხოების სისტემებთან (ვიდეო სამეთვალყურეო კამერები; სახანძრო სიგნალიზაცია; დაცვითი სიგნალიზაცია; დაშვების სისტემები; გარემოს გაზომვის პროდუქტები: ჰაერის დაბინძურების ხარისხი, ტენიანობა, ტემპერატურა და  ა.შ).  ეს სფერო დღითიდღე ხდება მაღალ ტექნოლოგიური. მასში აქტიურად ინერგება ხელოვნური ინტელექტი და სხვა მრავალი. აღნიშნული ტექნოლოგიური სისტემების  შეძენა ბუნებრივია შესაძლებელია. ისინი მრავლადაა წარმოდგენილი ინტერნეტ სივრცეში.  თუმცა, საინტერესოა მათი  ტექნოლოგიური მხარე. საზოგადოდ, რას ეფუძნება ასეთი „ჭკვიანი“ მოწყობილობების დამზადება. https://innotech.ge/full-color-technology-2/   ;  https://innotech.ge/.  ამ მიზნით, ნაშრომში სანიმუშოდ განხილულია დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მოდელის Arduino UNO პლატფორმის  მაგალითზე, როგორ ავაგოთ მის ინტერფეისზე სამეთვალყურეო და უსაფრთხოების სისტემები, რაც დაფუძნებულია AIR Quality Semiconductor Sensor- MQ135;    PIR Motion Sensor ბლოკების თვისებების გამოყენებაზე. ნაშრომში დეტალურადაა  ნაჩვენები და გაანალიზებული პროექტის მოდელის აგებისა და პრაქტიკული რეალიზების  პროცესის ინტეგრაცია ვირტუალურ და რეალურ გარემოში. სახელდობრ, გამოყენებულია: tinkercad.com ვირტუალური ონლაინ პლატფორმა;  Arduino Software IDE (Integrated Development Environment) პროგრამირების ლოკალური რედაქტორი კომპიუტერში; Arduino UNO  მიკროკონტროლერის დაფა.  ნაშრომს პროექტის მოდელის გამართული მუშაობის საილუსტრაციოდ ახლავს შესაბამისი ელექტრონული დიაგრამები, სქემები, პროგრამული კოდი, ძირითადი ფუნქციონალების განმარტებები, პროექტების ვირტუალური სიმულაციის, პრაქტიკული რეალიზების, ექპერიმენტის  ვიდეო ჩანაწერის ბმულები. 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.