ეუთოს ლეგიტიმაცია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე

ეუთო ლეგიტიმაცია ორგანიზაციის მომავალი რუსეთის გარიცხვა

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
თებერვალი 12, 2023

ჩამოტვირთვები

წინამდებარე ნაშრომი თვალსაჩინო მაგალითებით კანონზომიერების სიბრტყეზე რელიეფურად გამოკვეთს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) კრიზისულ მდგომარეობას 2022-23 წლების რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. 21-ე საუკუნეში ეუთოს ლეგიტიმაციაზე სერიოზული კითხვები ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა გააჩინა, როდესაც რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პირველად გამოიყენა სამხედრო ძალა მის საზღვრებს მიღმა ეუთოს მეორე წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. 2022-23 წლებში მიმდინარეობს ეუთოს ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორგანიზაციის ორ წევრ სახელმწფოს შორის, რაც ეუთოს მომავალს ბუნდოვანს ხდის. კვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნები ეყრდნობა ცნობილი ევროპული კვლევითი ცენტრების ბაზაზე არსებულ უახლესი კვლევითი ნაშრომების მიმოხილვას. პრობლემის მეცნიერული ძიებით იკვეთება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ დასავლურ-აღმოსავლური მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი პლათფორმა ეუთო იქნება, რაც თავის მხრივ ორგანიზაციას ლეგიტიმაციას შეუნარჩუნებს.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.