საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი მცენარის ბიოლოგიურად აქტიური ალკალოიდები

ალკალოიდი ურთხელი ბუშის მაჟარა მარიამ-საკმელა ციტოტოქსიკური აქტივობა მელანომა

ავტორები

ტომ. 5 No. 1 (2023)
სტატიები
February 7, 2023

ჩამოტვირთვები

კვლევის ობიექტებს წარმოადგენდა: Taxus baccata L. -ურთხელი (წიწვები),  Thalictrum bushianum Kem-Nath.- ბუშის მაჟარა (მიწისქვეშა ორგანოები), Peganum harmala L. -მარიამ-საკმელა (თესლები). ბიოლოგიურად აქტიური ალკალოიდების სუბსტანციებს ვიღებდით სითხურ-სითხოვანი ექსტრაქციის მეთოდით. საანალიზო ობიექტებზე ჩატარებული კვლევების და ციტოტოქსიკური აქტივობის  შეფასების საფუძველზე დადგენილია: ურთხელის წიწვებიდან, ბუშის მაჟარას მიწისქვეშა ორგანოებიდან  და  მარიამ-საკმელას  თესლებიდან მიღებულმა ალკალოიდების ჯამურმა სუბსტანციებმა გამოავლინეს in vitro გამოხატული  ციტოტოქსიკური აქტივობა მელანომის უჯრედებზე (A2058).