ადგილობრივი ნედლეულის გარდაქმნის პროცესები კლინკერის წარმოების მბრუნავი ღუმელის სისტემაში რეაქტორ-დეკარბონიზატორის გამოყენების გათვალისწინებით

ცემენტი კლინკერი ტუფი ემისიები კირქვა კლინკერის მაცივარი პუცოლანური მასალა

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
December 30, 2022

ჩამოტვირთვები

ცემენტის და კლინკერის წარმოებისთვის ყოველთვის აქტუალური იყო დანახარჯების შემცირება, ნამწვი ჰაერების ანუ ემისიების შემცირება და ხარისხის სტაბილური გაზრდა. თანამედროვე მსოფლიოში CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებაზე ყურადღება განსაკუთრებითაა გამახვილებული, გლობალური დათბობის და სხვა ბევრი გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე სადოქტორო ნამუშევრის ძირითად მიზნები იყო:

  • სველი მეთოდის, გრძელი მბრუნავი ღუმელების მშრალი მეთოდის, რეაქტორ-დეკარბონიზატორიანი ღუმელით ჩანაცვლება, კლინკერის ხარისხის გაზრდის ან შენარჩუნების პირობებში
  • კავთისხევის კირქვის კარიერის ამოწურვის გამო, მთავარი ნედლეულის წყაროს ჩანაცვლება
  • საწვავის რაოდენობის და ჩამჯდარი ნაცრის გავლენის შესწავლა და საუკეთესო ნარევის შერჩევა
  • ნედლეული კომპონენტების სხვადასხვა მიქსების გამოცდა და საუკეთესო ნარევის დადგენა
  • ნედლეული ფქვილის და საწვავის კლინკერად გარდაქმნის პროცესის შესწავლა
  • პუცოლანური დანამატის - ტუფის გააქტიურება კლინკერის მაცივარში

სველი მეთოდიდან მშრალ მეთოდზე გადასვლა მოხდა ისე, რომ კლინკერის დაფქვადობა გაიზარდა, კლინკერის სიმტკიცე იგივე ან გაზრდილია შედარებით ნაკლები LSF-ის კოეფიციენტით, სითბური ხარჯი ტონა კლინკერზე შემცირდა 2-ჯერ და წარმადობა გაიზარდა 2-ჯერ (ერთად აღებულ 3 სველ ღუმელთან მიმართებაში).

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.