საკვერცხის სხვადასხვა ჰისტოლოგიური ტიპისა და ავთვისებიანობის ხარისხის ეპითელურ სიმსივნეებში სიმსივნისშიდა ლიმფოციტების განაწილების თავისებურებები

საკვერცხის კიბო საკვერცხის მიკროგარემო სიმსივნის მაინფილტრირებელი ლიმფოციტები TIls

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
December 27, 2022

ჩამოტვირთვები

საკვერცხის კიბო წარმოადგენს მთელს მსოფლიოში გინეკოლოგიური სიმსივნეებით განპირობებული სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს. საქართველოში საკვერცხის კიბო გავრცელების მიხედვით მეოთხე ადგილს, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს. უახლესი ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს აშშ-ში საკვერცხის კიბოს 21421 ახალი შემთხვევა და მისგან გამოწვეული სიკვდილის 13770 ფაქტი დაფიქსირდა. ადრეული სკრინინგული მეთოდების არარსებობისა და უსიმპტომო კლინიკური მიმდინარეობის გამო, საკვერცხის კიბოს უმეტესობა დიაგოსტირებულია პროგრესულ სტადიაზე, როდესაც დაავადების პროგნოზი უკვე ცუდია. თანამედროვე მედიკამენტური მკურნალობისა და ქირურგიის მიღწევების მიუხედავად, საკვერცხის კარცინომა მაინც რჩება ყველაზე ლეტალურ გინეკოლოგიურ კიბოდ. 5 წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 46%-ია ყველა სტადიის კომბინირების შემთხვევაში. საკვერცხის კარცინომების მიკროგარემო, ძირითადად, წარმოდგენილია მაკროფაგებით, დენდრიტული უჯრედებით, ნეიტროფილებიდა და ლიმფოციტებით. საკვერცხის ეპითელური კარცინომის მაინფილტრირებელმა ლიმფოციტებმა (TIL) უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. საკვერცხის კიბო არის ჰეტეროგენული დაავადება სიმსივნის მაინფილტრირებელ ლიმფოციტებთან TIL-ებთან მიმართებით. ჰისტოლოგიური ქვეტიპების თვალსაზრისით, კვლევების უმეტესობა მოიცავს მხოლოდ საკვერცხის მაღალი ხარისხის სეროზულ კარცინომებს, სხვა ჰისტოლოგიურ ტიპებთან მიმართებით კვლევები მწირია. ჩვენი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ T ლიმფოციტებისა და მისი სუბპოპულაციების რაოდენობრივი შეფასება სტატისტიკურად სარწმუნო კორელაციას სიმსივნის სხვადასხვა ჰისტოლოგიურ ტიპებთან მიმართებაში არ უჩვენებს, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს  სიმსივნეების ინტრასიმსივნური ჰეტეროგენულობა და ინდივიდ სპეციფიურობა.