ტრანსფორმირებადი ელემენტებით აღჭურვილ საავტომობილო გვირაბში ხანძრის განვითარების ანალიზი რიცხვითი მოდელირების მეთოდით

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
December 13, 2022

ჩამოტვირთვები

Funding data

როგორც ცნობილია, საავტომობილო ტრანსპორტის გვირაბებში ინიცირებული და განვითარებული ძლიერი ხანძრებისას, სადაც გრძივი სავენტილაციო სისტემები გამართულად ფუნქციონირებენ, დგება ისეთი მომენტი, როდესაც მექანიკური ვენტილაციით აღძრული ჰაერის ნაკადები ვეღარ ახდენენ გავლენას წვის შედეგად ფორმირებულ წევის ძალებზე და განვითარებულ ნაკადებზე. ამის შედეგად გვირაბის ორივე მხარეზე ჰაერის დაკვამლიანება იმდენად ინტენსიურად მიმდინარეობს, რომ  აღნიშნული გარემო ადამიანის სიცოცხლისათვის პრაქტიკულად გამოუსადეგარი ხდება. ხანძრის ასეთი სცენარისას, საგანგებო ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების გადარჩენის ერთადერთი საშუალება სახიფათო სივრციდან ორგანიზებული და დროული თვითევაკუაციაა [1]. აღნიშნულის წარმა-ტებით განხორციელების განმაპირობებელად თვითევაკუაციის დროის ხანგრძლივობა განიხილება. ბუნებრივია, რომ საევაკუაციო დროის გახანგრძლივება დადებითად აისახება ადამიანების გადარჩენის შესაძლებლობებზე. აღწერილ ვითარებაში, ტრანსფორმირებადი სისტემების მოქნილი ელემენტების (მოქნილი სავენტილაციო ცეცხლგამძლე ბარიერების) ეფექტურად გამოყენება საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საევაკუაციო დროის გახანგრძლივებაზე.  

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >>