საავტომობილო გვირაბებში ხანძრის მხუთავი აირების გავრცელება კრიტიკული სიჩქარის, უკუდინების მანძილისა და გრადიენტ ფაქტორის გათვალისწინებით
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

ხოკერაშვილი ზ., ცანავა დ., & მაჭავარიანი ნ. (2022). საავტომობილო გვირაბებში ხანძრის მხუთავი აირების გავრცელება კრიტიკული სიჩქარის, უკუდინების მანძილისა და გრადიენტ ფაქტორის გათვალისწინებით. ქართველი მეცნიერები, 4(5), 334–336. https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.36

Funding data

ანოტაცია

საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში, ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად სატრანზიტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებას განიხილება, სადაც ძირითადი აქცენტები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე და განვითარე-ბაზე არის დასმული. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია და წარმატებით მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგის-ტრალების ძირითადი და დამხმარე ნაგებობების პროექტების რეალიზება, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საავტომობილო გვირაბების მშენებლობა წარმოადგენს. ასეთი რთული პროექტების წარმატებით რეალიზების კრიტერიუმად მისი მდგრადობა და უსაფრთხო ექსპრუატაცია განიხილება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ობიექტურად შეფასდეს ყველა ის რისკ-ფაქტორი, რომლებიც განაპირობებენ საავტომობილო გვირაბების უსაფრთხოდ ფუნქციონირებას [1]. საავტომობილო გვირაბის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის ერთ-ერთ ძირითად რისკ-ფაქტორს, სხვადასხვა მიზეზებით ინიცირებული და განვითარებული ხანძარი წარმოადგენს, რომლის მხუთავი აირები ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს საგანგებო ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების სიცოცხლისათვის, ხოლო ჭარბმა სითბომ შესაძლებელია გამანადგურებელი ზიანი მიაყენოს ინფრასტრუქტურას. ამგვარად, საავტომობილო გვირაბის ექსპლუატაცისას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ხანძარი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საფრთხეს, რომლის რისკის დონე განისაზღვრება, გვირაბში ხანძრის შესაძლო ინიცირების ალბათობისა და ამ ხანძრით მიყენებული შესაძლო ზიანის სიმძიმის ხარისხის მიხედვით. საავტომობილო გვირაბში ხანძრის შესაძლო ინიცირების ალბათობა და ამ ხანძრით შესაძლო ზიანის სიმძიმის ხარისხი ძირითადად დამოკიდებულია იმ პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში, დაგეგმვასა და დანერგვაში, რომლებიც პირველ რიგში თავიდან აგვაცილებდა ხანძრის ინიცირებასა და განვითარებას, ხოლო ასეთის განვითარების შემთხვევაში კი, მინიმუმამდე დაიყვანდა შესაძლო შედეგების სიმძიმის ხარისხს [2, 3]. ამასთან ერთად მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ვითარების ფორმირებისას ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე ზრუნვა ნომერ პირველ ამოცანას წარმოადგენს. გვირაბში ხანძრის ინიცირებისა და განვითარებისას, საგანგებო ვი-თარებაში აღმოჩენილი ადამიანების გადარჩენის ერთ-ერთ ძირითად პრევენციულ ღონისძიებად, მოქნილი სავენტილაციო სისტემების, მუშაობის სწორი და ეფექტური რეჟიმების შერჩევა-ფუნქციონირება წარმოადგენს ხანძრის შემთხვევაში რეალურად მიმდინარე პროცესების გავლენის გათვალისწინებით. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გვირაბის სავენტილაციო სისტემები საშუალებას აძლევს ექსტრემალურ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს დროულად და ორგანიზებულად განახორციელონ თვითევაკუაცია და დატოვონ სახიფათო ზონა. მოხსენებაში მოცემულია საავტომობილო გვირაბების ციფრული და ფიზიკური მოდელირების შედეგები. პირველი მათგანი არის სრულმასშტაბიანი ხოლო ფიზიკური მოდელების შემთხვევაში გამოყენებულია მასშტაბი 1:10. განვსაზღვრულია მხუთავი აირების გავრცელების კანონზომიერება და ხასიათი სავენტილაციო ნაკადის მოძრაობის ხასიათს, მისი კრიტიკული სიჩქარის, უკუდინების მანძილის, გრადიენტ-ფაქტორისა და ხანძრის სიმძლავრის მიხედვით. შედეგები წარმოდგენილია გრაფიკებისა და ცხრილების სახით, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების მართვის პროექტების დამუშავებისათვის ხანძრის პირობებში კონკრეტული გვირაბის გეოგრაფიული გარემოს გეომეტრიისა და სხვა მონaცემების მხედველობაში მიღებით.

https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.36
PDF (English)

წყაროები

O. Lanchava. Analysis of critical air velocity for tunnel fires controlled by ventilation. Mining Journal No 1, Tbilisi, 2019: 126-132.

O. Lanchava, N. Ilias, G. Nozadze, S. Radu, R. Moraru, Z. Khokerashvili, N. Arudashvili. FDS Modelling of the Piston Effect in Subway Tunnels. Environmental Engineering and Management Journal 18 (4), 2019: 317-325.

O. Lanchava, N. Ilias, G. Nozadze, S. Radu, R. Moraru, Z. Khokerashvili, N. Arudashvili. The impact of the piston effect on the technological characteristics of ventilation in the subway tunnels. Proceedings of 8th International Symposium “Occupational Health and Safety” SESAM, Vol. 2, Petrosani, Romania, 2017: 342-352.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...