ინგლისურენოვან მხატვრულ ნაწარმოებთა სათაურების ქართულად თარგმნასთან დაკავშირებული სირთულეები

სათაურების თარგმანი ინტერპრეტაცია პოლისემია კონტექსტი ალიტერაცია სიტყვების თამაში

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
December 11, 2022

ჩამოტვირთვები

წინადებარე სტატია ეძღვნება ინგლისურენოვან მხატვრულ ნაწარმოებთა სათაურების ქართულ ენაზე გადმოტანის პრობლემას. მასში მიმოხილულია სათაურის მნიშვნელობა და ფუნქციები, მისი თარგმნის სხვადასხვა მეთოდები, თარგმანში სათაურის დამახინჯების შემთხვევები და სათაურის თარგმანთან დაკავშირებული სირთულეები. ამა თუ იმ მეთოდის, მიდგომისა თუ პრობლემის საილუსტრაციოდ მრავლად არის მოხმობილი მაგალითები მხატვრულ ლიტერატურის თარგმანებიდან. განსაზღვრულია მიზეზები, რომლებიც ყველაზე მეტ სიძნელეს წარმოშობს სათურების თარგმნისას და უზუსტობისა თუ დანაკარგის გამომწვევად გვევლინება. ასეთი მიზეზია, უპირველეს ყოვლისა,  არასწორი, სუბიექტური ინტერპრეტაცია, ასევე სამიზნე ენის სპეციფიკის, პოლისემიისა და კონტექსტის გაუთვალისწინებლობა, როდესაც მთარგმნელი აზრს იმდენად არ ამახინჯებს, მაგრამ ვერ ახერხებს სამიზნე ენაზე სათანადო შესატყვისების მოძიებას,  ისეთი ეკვივალეტების  პოვნას, რომლებიც ბუნებრივი და გასაგები იქნება თარგმანის მკითხველისათვის. განხილული მაგალითებიდან ირკვევა, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება თარგმანში ალიტერაციის შენარჩუნება, ხოლო სიტყვების თამაშის გადმოტანა ფაქტობრივად შეუძლებელია.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.