კელოიდისა და ჰიპერტროფიული ნაწიბურის ჰისტოპათოლოგიური და ფენოტიპური თავისებურებების პრობლემური საკითხები ჭრილობის კომპრესიული და არაკომპრესიული ძაფებით დახურვის დროს

კელოიდი ჰიპერტროფიული ნაწიბური არაკოპრესიული ძაფები

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
October 31, 2022

ჩამოტვირთვები

კელოიდები და ჰიპერტროფირებული ნაწიბურები ფიბროპროლიფერაციული დარღვევებია, რომლებიც გამოწვეულია ჭრილობის არანორმალური შეხორცებით. ისინი ვრცელდებიან პირველადი ჭრილობის საზღვრებს გარეთ, სპონტანურად არ რეგრესირებენ და ამოკვეთის შემდეგ მიდრეკილნი არიან თავიდან განვითარებისკენ. ყოველწლიურად განვითარებულ ქვეყნებშიდაახლოებით 100 მილიონი ადამიანს ექმნება ნაწიბურებთან დაკავშირებული პრობლემები. ჰიპერტროფირებული ნაწიბურები და კელოიდები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, ფიზიკურ მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ჭრილობის დახურვისათვის ტრადიციულად კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება კომპრესიული ძაფები. კომპრესიულ ძაფებში იგულისხმება რეგულარული საკერავი ძაფები, რომლის გამოყენებითაც ჭრილობის დახურვა ხორციელდება კვანძოვანი ნაკერის საშუალებით, რაც იწვევს ქსოვილის კომპრესიას. არაკომპრესიულ ძაფებში იგულისხმება უნიკალური ტექნოლოგიით დამუშავებული ჩვეულებრივი შემადგენლობის ძაფები, რომელთაც გააჩნიათ ბუსუსოვანი აგებულება და ამ ბუსუსების ხარჯზე ახორციელებენ ჭრილობის დახურვას კვანძების წარმოქმნის გარეშე. მათი გამოყენების შემთხვევაში კელოიდებისა და კანის ნაწიბურების განვითარების ჰისტოპათოლოგიური და ფენოტიპური თავისებურებები არაკომპრესიულ ძაფებთან შედარებით საჭიროებს მეტ კვლევას. ისტოპათოლოგიურ პრაქტიკაში ის ჰისტოპათოლოგიური მაჩვენებლები რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ კელოიდებისა და ჰიპერტროფიული ნაწიბურის განვითარების მაღალი და დაბალი რისკის ჯგუფები ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი; რასაც დიდი კლინიკური ღირებულება შესაძლოა გააჩნდეს რადგანაც Punch-ბიოფსიის საფუძველზე კელოიდის შესაძლო განვითარების მაღალი და დაბალი რისკის გამოვლენის საშუალებას მოგვცეს. კელოიდის წარმოქმნის კომპლექსური მექანიზმები დღემდე უცნობია და სავარაუდოდ დამოკიდებულია ერთი მხრივ ორგანიზმის თავისებურებაზე უპასუხოს დაზიანებას და მეორე მხრივ გარემო ფაქტორებზე, მათ შორის კომპრესიული ძაფების გამოყენებაზე.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.