ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებებისა და ჰორმონული ექსპრესიის თავისებურებების პრობლემური საკითხები დისპლაზია-კარცინომის განვითარებაში

ნაღვლის ბუშტის კარცინომა ჰორმონული რეცეტორები პროლიფერაციულ-აპოპტოზური მარკერები

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
ოქტომბერი 20, 2022

ჩამოტვირთვები

ნაღვლის ბუშტის კარცინომა წარმოადგენს ბილიარული ტრაქტის ყველაზე ხშირ სიმსივნეს. იგი შედარებით იშვიათად გვხვდება დასავლეთის ქვეყნებში. თუმცა, ფართოდაა გავრცელებული დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. ნაღვლის ბუშტის კარცინომის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია რადიკალური ქოლეცისტექტომია. თუმცა, სამწუხაროდ პაციენტთა მხოლოდ 10-30% ექვემდებარება აღნიშნულ მკურნალობის მეთოდს, შემთხვევათა 70-90%-ის შორსწასულ სტადიაზე დიაგნოსტირების გამო.  ნაღვლის ბუშტის კარცინომის განვითარება დაკავშირებულია სხვადასხვა გარემო და გენეტიკურ ფაქტორებთან. ნაღვლის ბუშტის კარცინომის განვითარება ასოცირდება ქრონიკული ანთების არსებობასთან და/ან სპეციფიკური ქიმიური ნივთირებების, მძიმე მეტალების და საკვები ფაქტორების ზემოქმედებასთან. ზუსტი მექანიზმი, თუ როგორ ხდება ქოლელითიაზის ფონზე ნაღვლის ბუშტის კარცინომის განვითარება, ჯერ-ჯერობით ბოლომდე ნათელი არაა. ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაზიანებების დროს, ნაღვლის ბუშტის ეპითელიუმის პროლიფერაციული ინდექსის ცვლილებები ჯერ-ჯერობით შესწავლილი არაა.      გარდა პროლიფერაციული მარკერებისა, ასევე ნაჩვენებია, რომ მრავალი სიმსივნის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის აპოპტოზური აქტივობის შემცირება. თუმცა ნაღვლის ბუშტის კარცინომების აპოპტოზური აქტივობის შესახებ ლიტერატურული მონაცემები არასრული და ურთიერთწინააღმდეგობრივია.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.