შფოთვითი ქცევის შესწავლა წყალბადის ზეჟანგით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის პირობებში
pdf

საკვანძო სიტყვები

შფოთვა
ოქსიდაციური სტრესი
თავისუფალი რადიკალები
ჰორმეზისი
წყალბადის ზეჟანგი
ქცევა

როგორ უნდა ციტირება

საკანდელიძე რ. ., ლომსიანიძე ი. ., ჯულაყიძე ე. ., & რუსაძე ხ. . (2022). შფოთვითი ქცევის შესწავლა წყალბადის ზეჟანგით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის პირობებში. ქართველი მეცნიერები, 4(5), 97–107. https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.12

ანოტაცია

   ნებისმიერი სტრესული სიტუაცია  ორგანიზმში შესაძლოა გახდეს  თავისუფალი რადიკალების ინტენსიური წარმოქმნის  მიზეზი. თავისუფალი რადიკალები, არიან  მოლეკულები, ან ცალკეული ატომები, რომელთაც გარე ორბიტაზე  აქვთ გაუწყვილებელი სავალენტო ელექტრონები, რომლებიც მაღალი რეაქტიულობით ხასიათდებიან და აზიანებენ უჯრედის ცილებს, ნუკლეინის მჟავებს,  მემბრანულ ლიპიდებს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სახის პათოლოგიური პროცესის განვითარება.  ამ პროცესის ყველა შესაძლო გამშვები მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ცნობილია, რომ გარკვეულ პირობები სტრესოგენული ფაქტორების საპასუხოდ ორგანიზმში ვითარდება ბიოლოგიურად დადებითი რეაქცია, იგულისხმება ადაპტური სტრეს-რეაქცია, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედების მდგრადობას ამ რეაქციის მასტიმულირებელი აგენტის უფრო ძლიერი  (დამღუპველი)  დოზებისადმი. კვლევის მიზანს წამოადგენდა ვირთაგვებზე ექსპერიმენტში  შეგვესწავლა წყალბადის ზეჟანგით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის დოზა-ეფექტით  აღმოცენებული ჰორმეზული მოვლენის გავლენა  შფოთვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ექსპერიმენტი  ტარდებოდა  თეთრ ლაბორატორიულ მამრ ვირთაგვებზე .წყალბადის ზეჟანგით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის ექსპერიმენტული მოდელის სახით ჩვენ გამოვიყენეთ მისი 0.1 % და 0.2% -იანი წყალხსნარის ცხოველებისათვის  პერორალური გზით და     განსხვავებული ხანგრძლივობით  (10 და 25დღე) მიცემა მიღებული შედეგების ანალიზი ფასდებოდა სტიუდენტის  t-კრიტერიუმის  გამოყენებით.  ჩვენი შედეგების ანალიზი  საშუალებას გვაძლევს  აღვნიშნოთ, რომ ექსპერიმენტში მცირე დოზიანი სტრესოგენური ფაქტორის  (წყალბადის ზეჟანგის H2O2 0.1%)   ქრონიკული მოქმედების პირობებში ადგილი აქვს შფოთვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას და   მის სტაბილურ შენარჩუნებას ნორმის  მაქსიმალურ ფარგლებში, რაც გამოწვეულია უნდა იყოს ჰორმეზული ეფექტის  გავლენით.    სტრესოგენული ფაქტორის „დოზის“ შემდგომმა მატებამ  ანუ გაორმაგებამ (წყალბადის ზეჟანგის 0.2% წყალხსნარის ქრონიკული მიცემა) გამოიწვია ჰორმეზისის ფენომენის დათრგუნვა. აღმოჩნდა, რომ მოცემულ ექსპერიმენტულ მოდელში ოქსიდაციურ სტრესს შეუძლია შეასრულოს დადებითი როლი ნეიროპლასტიურობის, ფსიქო-ფიზიოლოგიური ადაპტაციის რეგულირებაში.

https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.12
pdf

წყაროები

საღინაძე ნ; საკანდელიძე რ.; მითაგვარია ნ. ოქსიდაციური სტრესის დადებითი და უარყოფითი ეფექტები, ანუ თავისუფალი რადიკალების მოქმედების დუალური როლი (მოკლე მიმოხილვა). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ბიომედიცინის სერია № 5-6, ტ.42, თბილისი,2016, 261-269;

ა. შალამბერიძე. რ. საკანდელიძე, ა.ქორელი. ცენტრალური მუსკარინული აგონისტისა და ანტაგონისტის გავლენა ვირთაგვების ქცევაზე ამაღლებულ ჯვარედინ ლაბირინთზე. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე, ბიომედიცინის სერია A, № 5-6, ტ.29, თბილისი,2003, 755-760;

Abe M.K., Chao T.S., Solway J. et al. Hydrogen peroxide stimulates mitogen-activated protein kinase in bovine tracheal myocytes: implications for human airway disease. Am J Respir Cell Mol Biol 1994; 11: 577-585.

Allen R.G, Tresini M. Oxidative stress and gene regulation. Free Rad Biol Med 2000; 28: 463-499.

Beck A.T. – Cognitive Therapy and the emotional Disorders. New York: Meridian, 1976.

Berlett B.S., Stadtman E.R. Protein oxidation in aging, desease, and oxidative stress. J Biol Chem 1997; 272: 20313-20316.

Cruz A.P.M; Frei F; Graeff F.G. – Ethopharmacological analysis of rat behavior on the elevated plus-maze. Pharmacol. Biochem. Behav; 1994, 49, 171-176.

Griebel G; Rodgers R.J; Perrault G; Sanger D.J. – Risk assessment behavior. Evalution of utility in the study of 5-HT-related drugs in the rat elevated plus-maze test. Pharmacol. Biochem. Behav; 1997, 57, 817-827.

Hoidal J.R. Reactive oxygen species and cell signaling. Am J Respir Cell Mol Biol 2001; 25: 661-663.

Jeong Y.H, Park C.H., Yoo J. et al. Chronic stress accelerates learning and memory impaiments and increases amyloid deposition in APP-CT100 transgenic mice, an Alzheimer’s disease model. The FASEB Journal, 20 (2006) 729-731.

Kunsch C., Medford R.M. Oxidative Stress as a Regulator of Gene Expression in the Vasculature. Circ Res 1999; 85: 753-766.

Lane R.D; Nadel L. – Cognitive Neuroscience of Emotion. New York: Oxford University Press, 2000.

Nielsen F., Mikkelsen B.B., Nielsen J.B. et al. Plasma malondialdehyde as biomarker for oxidative stress: reference interval and effects of life-style factors. Clin Chem 1997; 43: 1209-1214.

Pello S. Chopin P; File S.E; Briley – Validation of open: closed arm entries in an alavated plus-maze as a measure of anxiety in the rat. J. Neurosci. Methods, 1985, 14, 149-167.

Practico D., Barry O.P., Lawson J.A. et al. IPF2α-I: An index of lipid peroxidation in humans. Proc Natl Acad Sci USA 1998; 95: 3449-3454. Yoshikawa T., Naito Y. What is oxidative stress? JMAJ, 45 (2002) 271-276.

Reiter R.J. Melatonin: Lowering the High Price of Free Radicals. News Physiol Sci 2000; 15: 246-250.

Ristow M, Schmeisser S. Extending life span by increasing oxidative stress. Free Radic Biol Med. 51 (2011) 327-336 0

Sakandelidze R.; Saginadze N., Mitagvaria N. - Поведенческие эффекты оксидативного стресса. Georgian Medical News; №3 (240) March 2015; p. 78-82;

Townend J. – Practical Statistics for Environmental and Biological Scientists. Chichester, England: John Willy and Sond, 2003.

Yoshikawa T., Naito Y. What is oxidative stress? JMAJ, 45 (2002), 271-276.

Розанцев Э.Г., Шолле В Д. Органическая химия свободных радикалов. М., 1979

Эммануэль Н.М. Цепные реакции окисления углеводородов в жидкой фазе. М, 1965.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...