შფოთვითი ქცევის შესწავლა წყალბადის ზეჟანგით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის პირობებში

შფოთვა ოქსიდაციური სტრესი თავისუფალი რადიკალები ჰორმეზისი წყალბადის ზეჟანგი ქცევა

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
октября 19, 2022

ჩამოტვირთვები

   ნებისმიერი სტრესული სიტუაცია  ორგანიზმში შესაძლოა გახდეს  თავისუფალი რადიკალების ინტენსიური წარმოქმნის  მიზეზი. თავისუფალი რადიკალები, არიან  მოლეკულები, ან ცალკეული ატომები, რომელთაც გარე ორბიტაზე  აქვთ გაუწყვილებელი სავალენტო ელექტრონები, რომლებიც მაღალი რეაქტიულობით ხასიათდებიან და აზიანებენ უჯრედის ცილებს, ნუკლეინის მჟავებს,  მემბრანულ ლიპიდებს. რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სახის პათოლოგიური პროცესის განვითარება.  ამ პროცესის ყველა შესაძლო გამშვები მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ცნობილია, რომ გარკვეულ პირობები სტრესოგენული ფაქტორების საპასუხოდ ორგანიზმში ვითარდება ბიოლოგიურად დადებითი რეაქცია, იგულისხმება ადაპტური სტრეს-რეაქცია, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედების მდგრადობას ამ რეაქციის მასტიმულირებელი აგენტის უფრო ძლიერი  (დამღუპველი)  დოზებისადმი. კვლევის მიზანს წამოადგენდა ვირთაგვებზე ექსპერიმენტში  შეგვესწავლა წყალბადის ზეჟანგით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის დოზა-ეფექტით  აღმოცენებული ჰორმეზული მოვლენის გავლენა  შფოთვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ექსპერიმენტი  ტარდებოდა  თეთრ ლაბორატორიულ მამრ ვირთაგვებზე .წყალბადის ზეჟანგით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის ექსპერიმენტული მოდელის სახით ჩვენ გამოვიყენეთ მისი 0.1 % და 0.2% -იანი წყალხსნარის ცხოველებისათვის  პერორალური გზით და     განსხვავებული ხანგრძლივობით  (10 და 25დღე) მიცემა მიღებული შედეგების ანალიზი ფასდებოდა სტიუდენტის  t-კრიტერიუმის  გამოყენებით.  ჩვენი შედეგების ანალიზი  საშუალებას გვაძლევს  აღვნიშნოთ, რომ ექსპერიმენტში მცირე დოზიანი სტრესოგენური ფაქტორის  (წყალბადის ზეჟანგის H2O2 0.1%)   ქრონიკული მოქმედების პირობებში ადგილი აქვს შფოთვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას და   მის სტაბილურ შენარჩუნებას ნორმის  მაქსიმალურ ფარგლებში, რაც გამოწვეულია უნდა იყოს ჰორმეზული ეფექტის  გავლენით.    სტრესოგენული ფაქტორის „დოზის“ შემდგომმა მატებამ  ანუ გაორმაგებამ (წყალბადის ზეჟანგის 0.2% წყალხსნარის ქრონიკული მიცემა) გამოიწვია ჰორმეზისის ფენომენის დათრგუნვა. აღმოჩნდა, რომ მოცემულ ექსპერიმენტულ მოდელში ოქსიდაციურ სტრესს შეუძლია შეასრულოს დადებითი როლი ნეიროპლასტიურობის, ფსიქო-ფიზიოლოგიური ადაპტაციის რეგულირებაში.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.