სხვადასხვა თაობის ადჰეზიური სისტემების შეღწევადობის შედარებითი ანალიზი ვიზიოსკოპის მეთოდით

ადჰეზიური სისტემები ვიზიოსკოპიის მეთოდი

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
September 17, 2022

ჩამოტვირთვები

ადჰეზიური სისტემების რეგულარულმა გამოყენებამ გარდატეხა მოახდინა აღდგენითი და პრევენციული სტომატოლოგიის მრავალ ასპექტში. ღრუს მომზადების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაიწყო ადჰეზიური სისტემების გამოყენება მექანიკური რეტენციის ნაცვლად. მისი გამოყენებით, შესაძლოა, თავიდან იქნეს აცილებული მიკროგაჟონვა, როგორც უმთავრესი დენტალური პრობლემა, რომელიც პასუხისმგებელია მეორეული კარიესის ბევრ შემთხვევაზე. ამიტომაც, ადჰეზივებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ესთეტიკურ აღდგენით სტომატოლოგიაში.ვიზიოსკოპიური მეთოდით შესწავლილი იქნა IV, V და VII თაობის ადჰეზიური სისტემების კიდისმიერი შეღწევადობის ხარისხსი პიგმენტის მიმართ სხვადასხვა ტიპის კბილებში. ნაჩვენები იქნა, რომ VII თაობის ადჰეზიური სისტემა IV და V თაობის ადჰეზიურ სისტემებთან შედარებით ხასიათდებიან სარწმუნოდ დაბალი შეღწევადობით, რაც შესაძლოა იყოს უკეთესი შედეგის საფუძველი VII თაობის ადჰეზივებთან მიმართებაში

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.