საქართველოში გავრცელებული Allium saxatile Bieb.-ის ვეგეტატიური და გენერაციული ორგანოების მიკროსტრუქტურული თავისებურებანი

Allium saxatile Allium მიკროსტრუქტურა

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
September 5, 2022

ჩამოტვირთვები

შესწავლილია საქართველოში გავრცელებული Allium saxatile Bieb.-ის ვეგეტატიური და გენერაციული ორგანოების მიკრო­სტრუქ­ტუ­­რუ­ლი აგებულება სინათლის Carl Zeiss, Jeneval -სა და Omax-ის სტერეოსკოპული მიკროსკოპით.A. saxatile-ს ფოთოლი დაღარული, კიდე ხერხკბილა და შიშველია. ფოთლის რბილობი ხასიათდება იზოლატერალური სტრუქტურით; ფოთლის მფარავი ქსოვილი მკვეთრად კუტინიზირებული;  ერთრიგიანი ეპიდერმული ქსოვილის უჯრედთა გარსი მძლავრად გარსგასქელე­ბული. ღერო შიშველი; მფარავი ქსოვილი აქტიურად კუტინიზირებული; ეპიდერმისი ერთრიგიან შრედ განწყობილი; ეპიდერმისის უჯრედები კვადრატული ფორმის; გარე პერიკლინური კედლები მძლავრად გასქელებული. გამტარ კონათა მერქანი  ოვალური და კუთხოვანი მოხაზულობის, ჭურჭლთა სანათურები ჯგუფურად განლაგებული; გამტარ ჭურჭელთა გარსის გასქელება უპირატესად სპირალურია.  ყვავილედი მრგვალი; ხშირყვავილიანი ქოლგა. ყვავილსაფარი კვერცხისებს-ზარისებრი; საფარველი თავისუფალი, მოგრძო, წაწვეტებული ფორმის, მკრთალი ვარდისფერი შეფერილობის. მტვრიანის ძაფები ყვავილსაფრის ფოთლებზე გრძელია. ბოლქვი თავისუფალი; მოგრძო-კონუსური ფორმის; მურა შეფერილობის; ტყავისებრი გარსით გარემოცული. ფესვის განაკვეთი სფეროსებრი; ფესვის მფარავი ქსოვილი - ეგზოდერმა ორ რიგიანი, წარმოდგენილი ერთ წყება თხელგარსიანი მომცრო ზომის და დიდი კვადრატული ფორმის, მჭიდროდ ურთიერთგანწყობილი უჯრედებით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.